Skip links

რა უნდა ნახოთ ბარსელონაში? – Mies van der Rohe-ს გერმანული პავილიონი ბარსელონაში

Share

ბარსელონა არქიტექტურულად  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია. ამ ბლოგში გაგიზიარებთ ინფორმაციას არქიტექტორებისთვის აუცილებლად სანახავ ობიექტზე- ლუდვიგ მის ვან დერ როესა და ლილი რეიხის ერთობლივ ნამუშევარზე (იხ.ვიდეო)

“გერმანული პავილიონი” შეიქმნა 1929 წლის საერთაშორისო გამოფენისთვის ბარსელონაში, ლუდვიგ მის ვან დერ როესა და ლილი რეიხის მიერ. ეს პავილიონი არის უმნიშვნელოვანესი შენობა თანამედროვე არქიტექტურის ისტორიაში. იგი ცნობილია თავისი მარტივი ფორმით, გახსნილი გეგმარებითა და ექსტრავაგანტული მასალების სანახაობრივი შერწყმით

პროექტში გამოყენებულია წყლის სარკეები, მინა, მარმარილო, წითელი ონიქსი და ტრავერტინი. შენობისთვის სპეციალურად შეიქმნა უნიკალური ავეჯი, მათ შორის ცნობილი და ინტერიერში დღესაც ძალიან პოპულარული ბარსელონას სკამი. მის ვან დერ როეს პავილიონმა შთააგონა მრავალი მნიშვნელოვანი მოდერნისტული შენობა

თავდაპირველი სტრუქტურა, სამწუხაროდ, დაიშალა 1930 წელს, ხოლო რეკონსტრუქცია დასრულდა 1986 წელს. ობიექტი დღემდე უზომოდ შთამბეჭდავია და აუცილებლად უნდა ნახოთ, როდესაც ბარსელონას სტუმრობთ

Leave a comment

Explore
Drag