Skip links

საცხოვრებელი სახლი მცხეთაში.

შენობა: 350 კვ.მ / ტერასა 22 კვ.მ / ავტოფარეხი: 48 კვ.მ

Project #

MNC.893

Work

Full service

Date

2022

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სააკაძის ქუჩის მიმდებარედ. უმაღლეს და უდაბლეს ნიშნულებს შორის სხვაობა დაახლოებით 8 მეტრია

პროექტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ერთბინიან საცხოვრებელ სახლს, მუდმივი საცხოვრებლის დანიშნულებით

პროექტირების მთავარი მიმართულება არსებული რელიეფის მაქსიმალურად კომფორტულ გამოსაყენებელ სივრცედ გარდაქმნაა. ასევე ხედების ოპტიმიზაცია მცხეთის ისტორიულ პანორამაზე, კერძოდ - ჯვრის მონასტერზე

ნაკვეთს მხოლოდ სამხრეთის მხრიდან გააჩნია მისასვლელი გზა. ქუჩის მხრიდან პროექტირებულია კედელი: ეს არის გრუნტის შემაკავებელი, რომლის თავზეც განთავსდა აუზიანი ეზო და შენარჩუნდა ერთიანი ლანდშაფტი. გზისპირა  კედლის გარკვეულ ნაწილზე ეზოში შესასვლელი და ავტოფარეხის კარებია მოწყობილი. ამ გადაწყვეტამ მესაკუთრისთვის სახლის წინ მოწყობილი ეზო უფრო პრივატული და მყუდრო გახადა. თავად სახლი მაქსიმალურად ჩრდილოეთითაა განთავსებული, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს არსებული ლანდშაფტი და ხედები

არქიტექტურული პროექტის დეტალები

სახლი არის სამსართულიანი, ბრტყელი მონოლითური გადახურვით. დიდი ყურადღება დაეთმო მზის მოძრაობის სქემას და ხედების მიმართულებას, რაც იყო მთავარი პირობა სამყოფების ოპტიმალური, ჯანსაღი და კომფორტული გადანაწილებისთვის. პირველ სართულზე გხვდება ძირითადი თავშეყრის სივრცეები, როგორიცაა მისაღები ოთახი და სამზარეულო, დამატებით გაჩენილია 1 საძინებელი. მეორე სართული მთლიანად დავუთმეთ მოსასვენებელ სივრცეებს, სადაც გვაქვს 2 საძინებელი და 1 მთავარი საძინებელი (მასტერ ბედრუმი)

პროექტი შესრულებულია მოდერნისტული არქიტექტურის სულისკვეთებით. შავი ალუმინის ვიტრაჟები ხსნის კონტრასტული და ქარიზმატული სახლის გულს. პირველი სართულის მისაღები სივრცე მზის სინათლის ტრაექტორიის გათვალისწინებით გაჯერებულია ბუნებრივი განათებით. მეორე სართულზე განთავსებული მთავარი საძინებლიდან იშლება ხედი ჯვრის მონასტერზე, სახურავზე კი მოეწყობა ორანჟერეა

კერძო სახლის არქიტექტურული პროექტი მცხეთაში

საცხოვრებელი სახლი

შენობის მოსაპირკეთებელ მასალებად გამოყენებულია ფაქტურული ლესვა-ღებვა, საფასადე დეკორატიული ელემენტები მეტალისგანაა დამზადებული. ფასადი გაყოფილია ორ ნაწილად, სადაც პირველი სართული შესრულებულია შედარებით მუქ ნაცრისფერში, ხოლო დანარჩენი ღია ნაცრისფერში

კერძო სახლის არქიტექტურული პროექტი მცხეთაში

ქარიზმატული და კონტრასტული.

პროექტი შესრულებულია მოდერნისტული არქიტექტურის სულისკვეთებით

დეკორატიული ელემენტები.

საფასადე დეკორატიული ელემენტები მეტალისგანაა დამზადებული

- არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი

მთავარი არქიტექტორი - ოთო ხელაშვილი

Testimonials

დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:

Explore
Drag