Skip links

საცხოვრებელი სახლი მუხათწყაროში.

შენობა: 380 კვ.მ / საზაფხულო ფართი: 55 კვ.მ / ავტოფარეხი: 38 კვ.მ / სარდაფი: 57 კვ.მ

Project #

RL.829

Work

Full Service

Date

2024

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლისში , მუხათწყარო 1-ელის ტერიტორიაზე

მიწის ნაკვეთი ქანობიანია, უმაღლეს და უდაბლეს ნიშნულებს შორის სხვაობა 3.5 მეტრია. ჩრდილოეთ მხარეს მიწის ნაკვეთს მიუყვება სამანქანე გზა, დასავლეთ და სამხრეთ მხარეს ესაზღვრება დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, აღმოსავლეთ მხარეს ფიქსირდება სამეზობლო მიჯნა

პროექტი ინდივიდუალური ერთბინიანი სახლია, მუდმივი საცხოვრებლის დანიშნულებით

არქიტექტურული პროექტირებისას მთავარი მიზანი იყო სახლის სამყოფი ფუნქციების კომფორტული გადანაწილება ისეთნაირად, რომ სახლის ფორმა რელიეფთან და მიწის ნაკვეთთან მიმართებით არ გამოსულიყო გადაჭარბებული და მასიური

მზის მოძრაობის, ნაკვეთის ტოპოგრაფიისა და კონფიგურაციის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ სახლი ჩრდილოეთ მხარეს გზის პირას უნდა განთავსებულიყო. შესაბამისი განთავსებით გამარტივდა სახლში შესვლის ტრაექტორია და მიმართულება. სახლის მარტივი ფორმის მიუხედავად, შიდა სტრუქტურა არც ისე სწორხაზოვანია

არქიტექტურა

გზის მხრიდან სახლი გამოიყურება როგორც ერთსართულიანი,ეზოს მხრიდან კი ორსართულიანი ფასადი გვაქვს. რეალურად, შიდა სტრუქტურაში ფიქსირდება 5 განსხვავებული დონე. I დონე ავტოფარეხი და მთავარი შესასვლელია, რომელიც გზას უსწორდება; II დონე, რომელიც შესასვლელის ზემოთაა, დაეთმო საძინებლებსა და სამუშაო კაბინეტს. ყველა საძინებელი იყურება უკანა ეზოში და გამოდის ერთიან აივანზე. მთავარი შესასვლელიდან (ვესტიბიულიდან) ერთი დონით ქვემოთ ანუ III დონეზე გვაქვს დამატებით სამუშაო სივრცე, რომელსაც გააჩნია საკუთარი პატარა ეზო
IV დონე გახსნილი სამზარეულო და მისაღები სივრცეა, სადაც ასევე განთავსებულია ბუხარი აქედან ხდება პირდაპირი გასვლა ტერასაზე და ეზოში. მისაღები სივრციდან დამატებით გვაქვს მოწყობილი ჩასასვლელი (V დონე) რომელიც წარმოადგენს სარდაფს/მარანს ბუხრით

გეგმარება: 4 საძინებელი (მასტერი თავისი გარდერობითა და სან. კვანძით), 2 საერთო სველი წერტილი, 4 სათავსო ოთახი, 2 კაბინეტი, მისაღები და გახსნილი ტიპის სამზარეულო + სარდაფი/მარანი

აქსონომეტრია, არქიტექტურა
კერძო სახლის არქიტექტურული პროექტი მუხათწყაროში
კერძო სახლის არქიტექტურული პროექტი მუხათწყაროში
კერძო სახლის არქიტექტურული პროექტი მუხათწყაროში

საცხოვრებელი სახლი

შენობის კარკასს შეადგენს მონოლითური ბეტონი, შემავსებლად გამოყენებულია ბედეგის ბლოკები, ხოლო ღიობებად ალუმინის ვიტრაჟები, პოლიამიდის თერმოხიდით

კერძო სახლის არქიტექტურული პროექტი მუხათწყაროში

პატარა შიდა ეზო განსაკუთრებული სიმყუდროვისთის

- არქიტექტურა, არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი

მთავარი არქიტექტორი - ოთო ხელაშვილი

Testimonials

დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:

Explore
Drag