Skip links

კერძო სახლი თბილისში.

შენობა: 555კვ.მ / საზაფხულო ფართი-ტერასა: 80 კვ.მ / ავტოფარეხი: 100 კვ.მ / აუზი: 45 კვ.მ

Project #

GL.169

Work

Full Service

Date

2025

ობიექტი მდებარეობს თბილისში, კერძო სახლების დასახლებაში, რომელიც მუნიციპალურ კანონებთან ერთად ადმინისტრაციული შეზღუდვებითაც რეგულირდება (გრგ). არქიტექტურაში აღნიშნულ რეგულაციებთან ერთად გათვალისწინებულია მზის მოძრაობა, რელიეფი და ხედები

პროექტის დამკვეთი საზღვარგარეთ ცხოვრობს და სურს, რომ საქართველოში სწორედ ამ სახლში საცხოვრებლად დაბრუნდეს ოჯახთან ერთად

სახლი ნაკვეთზე არასტანდარტულად არის „მობრუნებული“ და მორგებულია თბილისის ხედს. აუზი მოცილებულია სახლს და განთავსებულია ისე, რომ მას წელიწადის ნებისმიერ დროს ხვდებოდეს მზე და არ ჩრდილავდეს სახლი. საავტომობილო ზონა მორგებულია რელიეფსა და ტერიტორიამდე მისასვლელ გზას. გადაწყდა ტერიტორიის 4 ნაწილად დაყოფა: საავტომობილო, სახლის, აუზისა და სარეკრეაციო ზონებად

არქიტექტურა

რელიეფის სირთულის გამო ზონები ვერტიკალურად გამოიყო, რამაც საკმაოდ ეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის სტილი შესძინა ობიექტს. პერიმეტრზე მოწყობილია ტერასული გამწვანება, რაც გარდამავალ ზონას ქმნის საპროექტო რელიეფსა და არსებულ გზას შორის, აღნიშნულ ტერასებზე დაირგვება გამწვანება და შესაბამისად მოხდება ტერიტორიის ეზოს სამეზობლოსგან იზოლირებაც. არქიტექტურაში სხვადასხვა სტილი მაქსიმალურად ჰარმონიულად არის შერწყმული, ხოლო ფერებითა და გაბარიტებით, დაცულია დასახლების ზოგადი იერსახე.

modern house architecture by HURO, architectural visualization
modern house architecture by HURO, architectural visualization, ჰურო, საპროექტო კომპანია
modern house architecture by HURO, architectural visualization, ჰურო, საპროექტო კომპანია

კერძო სახლი

დაგეგმარებული შიდა ბაღი დამატებით ვენტილაციისა და განათების წყაროა ინტერიერისთვის. გაშლილი სივრცეებითა და ანტრესოლებით სივრცე ძალიან ჰაეროვანია

modern house architecture by HURO, architectural visualization, ჰურო, საპროექტო კომპანია, სახლი აუზით

ნაფიქრი და კომფორტული არქიტექტურა

- არქიტექტურა, არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი

მთავარი არქიტექტორი - სანდრო ოთარაშვილი, პროექტის მენეჯერი - ტატიანა ბაშელეიშვილი

Testimonials

დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:

Explore
Drag