Skip links

საცხოვრებელი სახლი ბულაჩაურში.

შენობა: 350 კვ.მ / საზაფხულო სივრცე: 200 კვ.მ / სარდაფი: 20 კვ.მ / რეკონსტრუქცია

Project #

BH.383

Work

Full Service

Date

2022

საცხოვრებელი სახლის საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბულაჩაურში

სარეკონსტრუქციო ობიექტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ერთბინიან საცხოვრებელ სახლს, რომელიც მესაკუთრეებისთვის შეასრულებს საცხოვრებელი სახლის ფუნქციას

არქიტექტურული პროექტირების მთავარ მიზანს წარმოადგენდა არსებული შენობა-ნაგებობის კონფიგურაციისა და ჯანსაღი კონსტრუქციული ნაწილის შენარჩუნება

ტერიტორიის რელიეფი ხასიათდება მცირე ქანობთ, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ შეიმჩნევა. ნაკვეთს აქვს არასტანდარტული ფორმა მას თითქმის ყველა მხრიდან აქვს სამეზობლო მიჯნა, აღმოსავლეთ მხრიდან  შემოდის ვიწრო, დაახლოებით 55 მეტრი სიგრძის გზა

არქიტექტურული პროექტის დეტალები

სამუშაო პროცესის დაწყებამდე ფაქტობრივ გარემოებად გვქონდა: ორი ერთნაირი კონფიგურაციის სახლი, მოწყობილი საერთო საძირკველზე,რომლებიც გადახურვითაც ერთმანეთს უერთდებოდა და ქანობიანი სახურავის მეშვეობით ქმნიდა ერთიან იერსახეს. შენობის ერთი ნახევარი ანუ, ერთ-ერთი სახლი, წარმოადგენდა 1 სართულიანს, ხოლო მის მომიჯნავედ იდგა 3 სართულიანი სახლი თავისი სარდაფით

არქიტექტურული პროექტირების შედეგად დარჩა 3 სართულიანი სახლი და შენარჩუნდა სარდაფი. 1 სართულიანის თავზე მოხდა დაშენება, სადაც განთავსდა დამატებით საძინებლები, მის თავზე კი მოეწყო ღია ტერასა. სახლის 3 სართულიანი ნაწილის შინაგანი სტრუქტურა დარჩა უცვლელი. გარედან კი დაემატა საზაფხულო სივრცეები

კერძო სახლის რეკონსტრუქცია ბულაჩაურში

თანამედროვე რეკონსტრუქცია

შენობის კარკასის ახალ ნაწილს შეადგენს მონოლითური ბეტონი, შემავსებლად გამოყენებულია ბედეგის ბლოკები, ხოლო ღიობებში - ალუმინის ვიტრაჟები, პოლიამიდის თერმოხიდით. სახლის ძველი ნაწილი გამაგრდა დამატებით კონსტრუქციებით, არსებულ ქვის კედლების წყობა დარჩა უცვლელი

კერძო სახლის რეკონსტრუქცია ბულაჩაურში

დიდი საზაფხულო სივრცეები.

სახლის პროექტირებისას უმნიშვნელოვანესია შენობისა და სივრცის განლაგების გათვალისწინება ჰორიზონტის მხარეებთან და, რაც მთავარია, მზის გადაადგილების კვალთან მიმართებით

თანამედროვე რეკონსტრუქცია.

სახლის ძველი ნაწილი გამაგრდა დამატებით კონსტრუქციებით, არსებულ ქვის კედლების წყობა დარჩა უცვლელი

- არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი

მთავარი არქიტექტორი - ოთო ხელაშვილი

Testimonials

დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:

Explore
Drag