საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაზალეთში.
პროექტი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლია, რომელიც ისრაელში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი წყვილისთვის დასასვენებელი ფუნქციის იქნება
პროექტირების მთავარი მიზანი იყო "მწვანე" სახლის სამყოფი ფუნქციების კომფორტული გადანაწილება ისეთნაირად, რომ სახლის ფორმა რელიეფთან და მიწის ნაკვეთთან სინქრონში იყოს
მიწის ნაკვეთზე აღინიშნება მცირე ქანობი, უმაღლეს და უდაბლეს ნიშნულებს შორის სხვაობა 2 მეტრია. ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მხარეს ნაკვეთს მიუყვება სამანქანო გზა, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ მხარეს კი ფიქსირდება სამეზობლო მიჯნა
არქიტექტურა
ნაკვეთის მდებარეობისა და კონფიგურაციის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ სახლი ჩრდილო-დასავლეთ მხარეს გზის პირას უნდა განთავსებულიყო. ამგვარად გავამარტივეთ სახლში შესვლის ტრაექტორია და დარჩა ეზოც. სახლი დაიყო 2 დონედ.დონეებმა ასევე გამოყო ფუნქციებიც. ყველა მნიშვნელოვან სამყოფს ღიობი მზიან სამხრეთ მხარეს აქვს. თავისთავად, ღიობების რაოდენობა ენერგოეფეტურად ოპტიმალურია. დასავლეთის მხარეს, რომელიც შედარებით დაბალია, განვათავსეთ მოსასვენებელი სივრცეები - მათ შორის მთავარი საძინებელიც, რომელსაც თავისი პატარა ტერასა-ეზო აქვს. აღმოსავლეთ მხარეს გახსნილი ტიპის მისაღები სამზარეულოა. რელიეფმა მოგვცა საშუალება, რომ ეს ორი სივრცეც (სამზარეული-მისაღები) მცირე დონეთა სხვაობით გამოგვეყო ერთმანეთისგან. ეზოს ბოლოში განთავსდა ღია ტიპი აუზი,რომელიც უერთდება სახლის ტერასას







კერძო სახლი
სახლში დაგეგმარდა 3 საძინებელი. აქედან: ერთი მასტერი, თავისი გარდერობითა და სან. კვანძით, 1 საერთო სველი წერტილი, 1 სათავსო, 1 ტექნიკური ოთახი, მისაღები სივრცე და გახსნილი ტიპის სამზარეულო. შენობის კარკასს შეადგენს მონოლითური ბეტონი, შემავსებლად გამოყენებულია ენერგოეფექტური ბლოკები, ხოლო ღიობებად ალუმინის ვიტრაჟები, პოლიამიდის თერმოხიდით
- არქიტექტურა, არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი
მთავარი არქიტექტორი - ოთო ხელაშვილი, პროექტის მენეჯერი - ტატიანა ბაშელეიშვილი
Testimonials
დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:
"ჩემთვის შექმნილი პროექტის იდეალურობაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი"
ნინო ჩახნაშვილი, Deputy CEO at
A Logistics Company
"დიდი მადლობა, HURO, ოქროს ადამიანები ხართ!"
გიორგი კარანაძე, CMO at Basis Bank
"უკიდეგანოდ კარგები არიან. ძალიან გემოვნებიანი მომსახურება, დაუჯერებელი შედეგებით"
თამარ სიმონიშვილი, Demand Planner at Lego
"უბედნიერესები ვართ. ერთი სული მაქვს, პროექტის რეალობად გარდაქმნა ვნახო"
თამარ ნიკოლეიშვილი, Head of Digital Banking Service Quality Management at Bank of Georgia
"HURO არის გამომწვევი ბრენდის პრეცედენტი, რომელსაც აქვს სწრაფვა სრულყოფილებისკენ, როგორც კომფორტის, ასევე ფუნქციონირებისკენ, რაც ძალიან იშვიათია თანამედროვე არქიტექტურაში. თქვენ ნამდვილად უნდა ენდოთ მათ თქვენს პროექტს"
სალომე დოლიძე, Head of Marketing at biletebi.ge
"სახლის პროექტირების და დიზაინის პროცესი იყო განსაკუთრებულად კომფორტული, აზრებისა და კომპეტენციების მიმოცვლით მივიღე ჩემთვის ოპტიმალური და სასურველი სახლი"