Skip links

კერძო სახლი თხინვალაში.

შენობა: 660 კვ.მ / საზაფხულო ფართი-ტერასა: 170 კვ.მ

Project #

RE.693

Work

Full Service

Date

2025

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თხინვალაში. 
რელიეფი მეტწილად სწორია და სახლის არქიტექტურა მორგებულია არსებულ ტოპოგრაფიას. სამანქანე
გზა გადის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან. ნაკვეთს აქვს საკმაოდ არასტანდარტული ფორმა

არქიტექტურული პროექტი შემუშავდა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის. სახლში იცხოვრებს ახალგაზრდა წყვილი მათ პატარა გოგონასთან ერთად. არქიტექტურული პროექტის შედგენისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული ცოლ-ქმრის სურვილები საოცნებო სახლზე

სახლის განთავსებისას გათვალისწინებულია გრგ-ს უბნის მოწყობის პრინციპები და არქიტექტურის საერთაშორისო სტანდარტები. სახლი ორიენტირებულია სამხრეთ-დასავლეთზე. 

არქიტექტურა

პირველ (ძირითად) სართულზე მოწყობილია ტამბური, მისაღები ზონა, სამზარეულო და სასადილო ზონები, სან.კვანძი, კიბის უჯრედი, ასევე პატარა საძინებელი. მეორე სართულზე დაგეგმარდა მასტერი და სხვა საძინებლები. ყველა საძინებელს აქვს საზაფხულო ფართი. მესამე სართულზე კი განთავსდა კაბინეტი, სან.კვანძი და დიდი ტერასა

modern house architecture by HURO, architectural company in Tbilisi
modern house architecture by HURO, architectural company in Tbilisi
modern house architecture by HURO, architectural company in Tbilisi

კერძო სახლი

შენობის კარკასი მონოლითური ბეტონია, შემავსებლად გამოყენებულია ბლოკები, ხოლო ღიობებად - ალუმინის ვიტრაჟები, პოლიამიდის თერმოხიდით. შენობის ერთი ნაწილი შესრულებულია ღია ყავისფერ ტონალობაში, ხოლო დანარჩენი — ღია ნაცრისფერში. მისი საერთო მოცულობა ჩამოყალიბებულია მარტივი, სწორკუთხა ფორმების ერთობლიობით. სტილი მეტწილად მოდერნია. არქიტექტურულ ხასიათს ხაზს უსვამს მინის მოაჯირი, ვიტრაჟული სისტემა და მკვეთრი ჰორიზონტალური ხაზები

modern house architecture by HURO, architectural company in Tbilisi

არქიტექტურულ ხასიათს ხაზს უსვამს მინის მოაჯირი, ვიტრაჟული სისტემა და მკვეთრი ჰორიზონტალური ხაზები

modern house architecture by HURO, architectural company in Tbilisi

კომფორტული და ნაფიქრი არქიტექტურა

- არქიტექტურა, არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი

მთავარი არქიტექტორი - სანდრო ოთარაშვილი, პროექტის მენეჯერი - ტატიანა ბაშელეიშვილი

Testimonials

დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:

Explore
Drag