მშენებლობის დაწყება კომპლექსური და საპასუხისმგებლო პროცესია. სანამ არქიტექტურული პროექტირების საინტერესო და შემოქმედებით ეტაპს დავიწყებთ, იქამდე აუცილებელია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. სწორედ ეს ეტაპი განსაზღვრავს, რა პარამეტრების, სიმაღლისა თუ დანიშნულების შენობის აგებაა შესაძლებელი თქვენს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.
რა არის გაპი და რატომ არის ის აუცილებელი?
სამშენებლო სფეროში ამ დოკუმენტს ხშირად მოიხსენიებენ როგორც “გაპი”- გამოყენების პირობები. გაპის მიღება წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ, ფუნდამენტურ წინაპირობას (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტერიტორიაზე უკვე არის დამტკიცებული გრგ)
გაპის დადგენისას მუნიციპალიტეტის მიერ განისაზღვრება ისეთი კრიტიკული კოეფიციენტები და პარამეტრები, როგორიცაა:
- K1 (განაშენიანების კოეფიციენტი): განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის რა ფართობის დაკავება შეუძლია შენობას
- K2 (განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი): განსაზღვრავს შენობის საერთო ფართობს (სართულიანობასა და ჯამურ მოცულობას).
- K3 (გამწვანების კოეფიციენტი): ადგენს ნაკვეთზე გამწვანებული ტერიტორიის მინიმალურ პროცენტულ წილს.
- მიჯნის ზონები და წითელი ხაზები: ადგენს სავალდებულო დისტანციებს მეზობელ ნაკვეთებამდე, გზებამდე და საზოგადოებრივ სივრცეებამდე.
რატომ არის მნიშვნელოვანი პროფესიონალების ჩართულობა გაპის აღების პროცესში?
გაპის დადგენის პროცესი მოითხოვს: ტერიტორიის სივრცით-ქალაქთმშენებლობით ანალიზს, მიმდებარე არეალის გამოკვლევას, ნაკვეთის დასურათებას, საინფორმაციო დაფის ფოტოფიქსაციას, ტოპოგრაფიის მომზადებას, საპროექტო შენობის განთავსების სავარაუდო სქემის ჩვენებას, მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობას. აგრეთვე, ხშირ შემთხვევაში – საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების, დენდროლოგიურ ექსპერტიზის მომზადებას, საინჟინრო კომუნიკაციების მიმწოდებლების პოზიციის წარდგენას. არასწორად მომზადებულმა განაცხადმა შესაძლოა გამოიწვიოს პროცესის გაჭიანურება, ხარვეზები ან სამშენებლო პარამეტრების არასასურველი შეზღუდვა.
HURO-ს გუნდი გთავაზობთ მხარდაჭერას ამ ეტაპზეც. პროფესიონალი არქიტექტორები დეტალურად შეისწავლიან თქვენი ნაკვეთის პოტენციალს, მოამზადებებ გაპისთვის საჭირო დოკუმენტაციას და მინდობილობის საფუძველზე, წარმართავენ სანებართვო პროცესს არქიტექტურის სამსახურთან
HURO-ს არქიტექტურული მომსახურება მოიცავს პროექტის მართვის სრულ ციკლს: ქაოტური ფანტაზიიდან – მკაფიო ხედვამდე
- გაპის მომზადება: საჭირო კვლევებისა და დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტში წარსადგენად.
- არქიტექტურული პროექტირება: გაპი-ს მიერ განსაზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით ინდივიდუალური, ნაფიქრი და ფუნქციური არქიტექტურისა და დიზაინის შექმნა.
- შეთანხმებული პროექტის მშენებლობის ნებართვის მიღება
- საავტორო ზედამხედვლობა მშენებლობაზე
თანამშრომლობისთვის დაგვირეკეთ ნომერზე:
+995 500 05 46 10