Skip links

კერძო სახლი ტაბახმელაში.

პროექტირების შედეგად მიღებული პარამეტრები: შენობა: 485 კვ.მ საზაფხულო ფართი: 30 კვ.მ ტერასა: 70 კვ.მ აუზი: 9x3 – 27 კვ.მ სარდაფი: 75 კვ.მ

Client

Liquid Themes

Work

Architecture

Date

2022

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში, კოჯორში.
ტერიტორიის რელიფში ფიქსირდება 1.5 მ-იანი ქანობი სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-
აღმოსავლეთისკენ , სამანქანე გზა გადის სამხრეთ-დასვლეთის მხრიდან. ნაკვეთის ფორმა
არის მართკუთხედი

საპროექტო ობიექტს წარმოადგენს ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი
სახლი, რომელიც მესაკუთრეებისთვის შეასრულებს ძირითადი საცხოვრებელი სახლის
ფუნქციას.
პროექტირებისას ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ხედზე, რომელიც აღიქმება ნაკვეთის
ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასევე ირგვლივ ხეების მდებარეობამ ფაქტობრივად განსაზღვრა
შენობის ფორმა, ხოლო რელიეფმა ძირითადი ეზოს მდებარეობა

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით შენობის განთავსება გადაწყდა
სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, შენობის ძირითადი ორიენტაცია მიმართულია ხედზე და
ეზოზე, სამანქანე პანდუსი მოწყობილია ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან

პროექტის დეტალები

სახლს გააჩნია სარდაფი, სადაც ვხვდებით შიდა კიბით, სარდაფში მოწყობილი იქნება დამხმარე სათავსოები, ხოლო პირველ (ძირითად) სართულზე მოწყობილია ტამბური, საკუჭნაო, სან. კვანძი, კიბის უჯრედი, მისაღები ზონა, სამზარეულო, სასადილო ზონა და საძინებელი, მეორე სართულზე 5 საძინებელი, კაბინეტი, სან. კვანძი და კიბის უჯრედი, კიბის უჯრედით ავდივართ სახურავზე, სადაც მოეწყობა ღია ტერასა

თანამედროვე არქიტექტურა

შენობის კარკასს შეადგენს მონოლითური ბეტონი, შემავსებლად გამოყენებულია ბედეგის ბლოკები, ხოლო ღიობებად ალუმინის ვიტრაჟები, პოლიამიდის თერმოხიდით. შენობის ნაწილი მოპირკეთბულია ბეტონით, ვიტრაჟებთან მოპირკეთებულია WPC-ის კომპოზიტური პანელებით, ხოლო ვიტრაჟების თავზე შეღებილია შავად-ვიტრაჟის ალათის ფერში

კერძო სახლის არქიტექტურული პროექტი კოჯორში

V-ებრი მრგვალი კოლონები.

შენობის დიზაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი V-ებრი მრგვალი კოლონები, რომლებიც შეფუთულია ბრონზირებული ფირფიტებით

მასალათა კონტრასტი

ერკერებზე მოწყობილია შველერები, ხოლო ბუხრის ნაწილი შეღებილია ნაცრისფრად, რაც ერთგვარად ამშვიდებს ფასადებზე მასალათა კონტრასტს,

პროექტირების შედეგად მიღებული პარამეტრები: შენობა: 485 კვ.მ საზაფხულო ფართი: 30 კვ.მ ტერასა: 70 კვ.მ აუზი: 9x3 – 27 კვ.მ სარდაფი: 75 კვ.მ​

Hear from our clients

Testimonials

დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:

Explore
Drag