საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში, კოჯორში
ტერიტორიის რელიფში ფიქსირდება 1.5 მ-იანი ქანობი სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ , სამანქანე გზა გადის სამხრეთ-დასვლეთის მხრიდან. ნაკვეთის ფორმა არის მართკუთხედი
საპროექტო ობიექტს წარმოადგენს ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მესაკუთრეებისთვის შეასრულებს ძირითადი საცხოვრებელი სახლის ფუნქციას
პროექტირებისას ძირითადი იდეა განაპირობა ხედმა, რომელიც აღიქმება ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ასევე ირგვლივ ხეების მდებარეობამ ფაქტობრივად განსაზღვრა შენობის ფორმა, ხოლო რელიეფმა ძირითადი ეზოს მდებარეობა
შენობის განთავსება გადაწყდა სამხრეთ-დასავლეთ მხარეს. შენობა ორიენტირებულია ხედზე და ეზოზე. სამანქანე პანდუსი მოწყობილია ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან
პროექტის დეტალები
სახლს გააჩნია სარდაფი, სადაც ვხვდებით შიდა კიბით, სარდაფში მოწყობილი იქნება დამხმარე სათავსოები, ხოლო პირველ (ძირითად) სართულზე მოწყობილია ტამბური, საკუჭნაო, სან. კვანძი, კიბის უჯრედი, მისაღები ზონა, სამზარეულო, სასადილო ზონა და საძინებელი. მეორე სართულზე - 5 საძინებელი, კაბინეტი, სან. კვანძი და კიბის უჯრედი. კიბის უჯრედით ავდივართ სახურავზე, სადაც მოეწყობა ღია ტერასა
თანამედროვე არქიტექტურა
შენობის კარკასს შეადგენს მონოლითური ბეტონი, შემავსებლად გამოყენებულია ბედეგის ბლოკები, ხოლო ღიობებად ალუმინის ვიტრაჟები, პოლიამიდის თერმოხიდით. შენობის ნაწილი მოპირკეთბულია ბეტონით, ვიტრაჟებთან მოპირკეთებულია WPC-ის კომპოზიტური პანელებით, ხოლო ვიტრაჟების თავზე შეღებილია შავად-ვიტრაჟის ალათის ფერში
V-ებრი მრგვალი კოლონები.
შენობის დიზაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი V-ებრი მრგვალი კოლონები, რომლებიც შეფუთულია ბრონზირებული ფირფიტებით.
მასალათა კონტრასტი.
ერკერებზე მოწყობილია შველერები, ხოლო ბუხრის ნაწილი შეღებილია ნაცრისფრად, რაც ერთგვარად ამშვიდებს ფასადებზე მასალათა კონტრასტს
- არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი
მთავარი არქიტექტორი - სანდრო ოთარაშვილი
Testimonials
დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:
"ჩემთვის შექმნილი პროექტის იდეალურობაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი"
ნინო ჩახნაშვილი, Deputy CEO at
A Logistics Company
"დიდი მადლობა, HURO, ოქროს ადამიანები ხართ!"
გიორგი კარანაძე, CMO at Basis Bank
"უკიდეგანოდ კარგები არიან. ძალიან გემოვნებიანი მომსახურება, დაუჯერებელი შედეგებით"
თამარ სიმონიშვილი, Demand Planner at Lego
"უბედნიერესები ვართ. ერთი სული მაქვს, პროექტის რეალობად გარდაქმნა ვნახო"
თამარ ნიკოლეიშვილი, Head of Digital Banking Service Quality Management at Bank of Georgia
"HURO არის გამომწვევი ბრენდის პრეცედენტი, რომელსაც აქვს სწრაფვა სრულყოფილებისკენ, როგორც კომფორტის, ასევე ფუნქციონირებისკენ, რაც ძალიან იშვიათია თანამედროვე არქიტექტურაში. თქვენ ნამდვილად უნდა ენდოთ მათ თქვენს პროექტს"
სალომე დოლიძე, Head of Marketing at biletebi.ge
"სახლის პროექტირების და დიზაინის პროცესი იყო განსაკუთრებულად კომფორტული, აზრებისა და კომპეტენციების მიმოცვლით მივიღე ჩემთვის ოპტიმალური და სასურველი სახლი"