საპროექტო არეალი მდებარეობს წყალტუბოს რაიონში, სოფელ მაღლაკში. ტერიტორიის რელიეფი თითქმის სწორია, მას სამი მხრიდან მიუყვება მეორეხარისხოვანი გრუნტის გზა, ხოლო სამხრეთ მხარეს ესაზღვრება სამეზობლო მიწის ნაკვეთი. არსებული მდგომარეობით ტერიტორია არის 8000 კვ.მ. გარკვეული ნაწილი მოხმარდება შიდა საავტომობილო გზის მოწყობას
პროექტის მთავარი დავალება იყო მყუდრო დასახლების კონცეფციის შემუშავება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მუდმივი, ასევე სააგარაკე დასასვენებელი ფუნქციის. განაშენიანების ძირითად სახეობაში შეგვხვდება ერთსართულიანი სახლები თავისი ეზოებითა და მოსასვენებელი სივრცებით. ყველა სახლი გარედან ერთნაირია, შიდა სივრცეების გადაკეთების შესაძლებლობით
ტერიტორია დაიყოფა ძირითად 8 ნაკვეთად, აქედან 7 იქნება საცხოვრებელი ფუნქციის. მერვე ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იქნება საერთო მოხმარების, სადაც მოეწყობა რეკრეაციული სივრცე ბაღებითა და სათამაშო მოედნით. სარეკრეაციო სივრცე მისაწვდომი იქნება მხოლოდ აღნიშნული ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის
პროექტის დეტალები
დასახლება გათვლილია ბავშვებიან ოჯახებზე. მნიშვნელოვანი იყო ასევე სამეზობლო (ქართული) ურთიერთობების გაჩენაც, რის გამოც ნაკვეთები ერთმანეთისგან გამოვყავით დაბალი ღობეებით, რაც წაახალისებს მეგობრული ურთიერთობების შექმნას. დასახლების სტრუქტურაში სახლი თითქმის შუაში დგას, გზის მხრიდან გვხვდება ღია ავტოსადგომები, უკანა ეზოში კი გვაქვს პირადი დასასვენებელი სივრცეები აუზებით
სახლის გაბარიტული ზომებისა და ორიენტაციის დამსახურებით მოვახერხეთ უკანა ეზოების პრივატულობის შენარჩუნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დასვენებისთვის
მეგობრული დასახლება.
დასახლება გათვლილია ბავშვებიან ოჯახებზე
ერთსართულიანი განაშენიანება.
ერთსართულიანი სახლები თავისი ეზოებითა და მოსასვენებელი სივრცებით
ურბანული პროექტი-არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი
ურბანისტი - ოთო ხელაშვილი
Testimonials
ჩვენი შეფასებები:
"სუპერ პროფესიონალი და პასუხისმგებლიანი გუნდი! ძალიან კმაყოფილი ვარ ჰუროსთან თანამშრომლობით და ვუწევ დიდ რეკომენადაციას!"
ქეთი ჩივაძე, NY
⭐⭐⭐⭐⭐
"ჩემთვის შექმნილი პროექტის იდეალურობაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი"
ნინო ჩახნაშვილი, Deputy CEO at
A Logistics Company
⭐⭐⭐⭐⭐
"დიდი მადლობა, HURO, ოქროს ადამიანები ხართ!"
გიორგი კარანაძე, CMO at Basis Bank
⭐⭐⭐⭐⭐
"უკიდეგანოდ კარგები არიან. ძალიან გემოვნებიანი მომსახურება, დაუჯერებელი შედეგებით"
თამარ სიმონიშვილი, Demand Planner at Lego
⭐⭐⭐⭐⭐
"Had a pleasure interacting with Huro. They are extremely knowledgeable and, most importantly, able to explain complex land laws in simple, easy-to-understand terms. Their guidance is especially valuable for expats and foreign investors who find this field overwhelming. I look forward to collaborating again in the future"
Natalie Baratashvili, UK
⭐⭐⭐⭐⭐
"უბედნიერესები ვართ. ერთი სული მაქვს, პროექტის რეალობად გარდაქმნა ვნახო"
თამარ ნიკოლეიშვილი, Head of Digital Banking Service Quality Management at Bank of Georgia
⭐⭐⭐⭐⭐
"HURO-ს აქვს სწრაფვა სრულყოფილებისკენ, რაც ძალიან იშვიათია თანამედროვე არქიტექტურაში. თქვენ ნამდვილად უნდა ანდოთ მათ თქვენი პროექტი"
სალომე დოლიძე, Head of Marketing at biletebi.ge
⭐⭐⭐⭐⭐
"სახლის პროექტირების და დიზაინის პროცესი იყო განსაკუთრებულად კომფორტული, აზრებისა და კომპეტენციების მიმოცვლით მივიღე ჩემთვის ოპტიმალური და სასურველი სახლი"
ქრისტინე ლორთქიფანიძე, ANOVA, დამფუძნებელი
⭐⭐⭐⭐⭐
"I had an excellent experience with Huro Architects. The team was professional, creative, attentive, and very helpful throughout the entire process."