Skip links

ჰუროს თანადამფუძნებლის ინტერვიუ homeis.ge-სთან

Share

არქიტექტურა,

როგორც პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე – ოთო ხელაშვილი, ჰუროს თანადამფუძნებელი

გაეცანით სრულ ინტერვიუს ბმულზე

“არქიტექტურისადმი ინტერესი ხშირად იწყება გარემოზე დაკვირვებითა და სურვილით, გაიგო, როგორ არის მოწყობილი სამყარო – ბუნებრივი კანონზომიერებებიდან ადამიანის მიერ შექმნილ მექანიზმებამდე. ოთო ხელაშვილისთვის ამ ცნობისმოყვარეობამ ბავშვობიდანვე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არქიტექტურამდე მისასვლელ გზაზე. დროთა განმავლობაში კი მან ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი – საკუთარი აზრებისა და ხედვის გამოხატვის შესაძლებლობა აღმოაჩინა.

სტუდენტობის პერიოდშივე დაწყებულმა პრაქტიკულმა საქმიანობამ ოთოს ქართული არქიტექტურული გარემოს მრავალფეროვანი მხარეები და სამუშაო პროცესის სირთულეები გააცნო. სხვადასხვა ტიპის პროექტზე დაგროვილ გამოცდილებას თანდათან საკუთარი პრაქტიკის შექმნის სურვილიც დაემატა – გაეერთიანებინა პროფესიული ცოდნა და შემოქმედებითი ხედვა, რათა იდეების განხორციელებისთვის დამოუკიდებელი სივრცე შეექმნა. სწორედ ამ სურვილის შედეგად, ოთო ხელაშვილმა და მისმა პარტნიორმა, ტატიანა ბაშელეიშვილმა, არქიტექტურული სტუდია HURO დააფუძნეს.

HURO-სთვის თითოეული პროექტი ინდივიდუალური ისტორიაა, რომლის მთავარი იდეაც მზა ფორმულით კი არა, ადამიანთან დიალოგით იკვეთება. ამ პროცესში საწყისი ჩანაფიქრი კონკრეტულ გარემოს, ადგილის თავისებურებებსა და პრაქტიკულ შეზღუდვებს ერგება, ხოლო არქიტექტურული გადაწყვეტა თანდათან ყალიბდება – კონცეფციიდან რეალურ სივრცემდე.

ინტერვიუში ოთო ხელაშვილი გვიყვება არქიტექტურისადმი საკუთარ ინტერესზე, HURO-ს შექმნის ისტორიასა და სტუდიის მუშაობის პრინციპებზე. ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება შეზღუდვები იქცეს დიზაინის ნაწილად, რატომ არ უნდა შემოიფარგლებოდეს არქიტექტორის როლი მხოლოდ დამკვეთის სურვილების შესრულებით და რა პასუხისმგებლობა ახლავს სივრცეების შექმნას, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში წლების განმავლობაში რჩება”

 

huro, Oto Khelashvili, Tatiana Basheleishvvili homeis, ჰურო, ოთო ხელაშვილი, ტატიანა ბაშელეიშვილი

Leave a comment

Explore
Drag