Skip links

კერძო სახლი არაშენდაში.

შენობა: 490 კვ.მ / საზაფხულო ფართი-ტერასა: 120 კვ.მ / აუზი : 30 კვ.მ / ავტოფარეხი: 70 კვ.მ

Project #

CA.144

Work

Full Service

Date

2026

საპროექტო ტერიტორიაა მცხეთა, არაშენდა. რელიეფი მეტწილად სწორია, სამანქანე გზა გადის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან.
ნაკვეთს აქვს სტანდარტული, ოთხკუთხა ფორმა.

პროექტირებისას უპირველეს ყოვლისა მოხდა ტერიტორიის ზონირება - ნაკვეთი დაიყო
საავტომობილო, საცხოვრებელ და სარეკრეაციო ზონებად.
საავტომობილო ზონაში განთავსდა სამანქანე გზა და ავტოფარეხი, ხოლო სარეკრეაციო ზონაში -  აუზი და გამწვანებული ტერიტორიის უმეტესი ნაწილი

სახლში შესვლა შესაძლებელია აღმოსავლეთიდან, სამხრეთითან და ჩრდილოეთიდან. მეოთხე ფასადზე კი მოწყობილია ტექნიკური ღიობები და წყალშემკრები მილები.

არქიტექტურა

პირველ (ძირითად) სართულზე მოწყობილია მისაღები, სამზარეულო და სასადილო ზონები, სან.კვანძი, ასევე პატარა საძინებელი, კაბინეტი და კიბის უჯრედი, რომლითაც ვხვდებით მეორე სართულზე. აქ განაწილებულია საძინებლები, ყველა საძინებელს აქვს საზაფხულო ფართი, ასევე მოწყობილია ანტრესოლი. მესამე სართულზე ჰოლი და დიდი ღია ტერასაა.

საკუთარი სახლი

შენობის კარკასი მონოლითური ბეტონია, შემავსებლად გამოყენებულია ბედეგის ბლოკები, ხოლო ღიობებად ალუმინის ვიტრაჟები, პოლიამიდის თერმოხიდით. შენობის ძირითადი ფერი ყავისფერია, გამოყენებულია ქვის მოპირკეთება, ხოლო აქცენტებად - ხის ელემენტები. გადახურვა არის კონვერტისებური, რაც შენობას სიმყუდროვეს სძენს.

შენობის დამატებითი დეკორატიული დეტალია ჯაჭვის საწვიმურები, რომლებიც სამკაულებივით აქვს განლაგებული კუთხეებში

ეზოში შემოსვლისთანავე ხელმარცხნივ განთავსებულია ავტოფარეხი

სარეკრეაციო ზონაში აუზი და გამწვანებული ტერიტორიის უმეტესი ნაწილია

მესამე სართულზე ჰოლი და დიდი ღია ტერასაა

- არქიტექტურა, არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი

მთავარი არქიტექტორი - სანდრო ოთარაშვილი, პროექტის მენეჯერი - ტატიანა ბაშელეიშვილი

Testimonials

დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:

Explore
Drag