საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ იყალთოში. მიწის ნაკვეთი მოქცეულია ვენახებთან და დაბალი განაშენიანების სხვა ნაკვეთებთან ახლოს. ეზოდან იშლება კავკასიონის ქედის ულამაზესი ხედი
სამხრეთ-დასავლეთით საპროექტო ტერიტორიამდე მიდის სამანქანე გზა. საპროექტო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და მისი ფართობია 1507 კვ.მ
საპროექტო ობიექტი კერძო სახლია, რომელიც სტილისტურად წარმოადგენს მოდერნს და ბეტონის მძლავრ შესაძლებლობებს წარმოაჩენს
პროექტირებისას გათვალისწინებულია სტილისთვის დამახასიათებელი მთავარი ელემენტები- გახსნილი და მარტივი ფორმები. სახლის პროექტირებისას ძირითადი ამოცანა იყო შეგვენარჩუნებინა სტილისტიკა, შეგვექმნა კომფორტი, სიმსუბუქე და სიმყუდროვე მძიმე მასალების გამოყენებით. შენობა მთავარი გზიდან არ აღიქმება, რათა არ ჩაკეტილიყო ხედები. სახურავზე მოეწყო გამწვანება, რითიც შენობა სრულიად შეერწყა რელიეფს და სახლში დაგეგმილი ფუნქციები გახდა პრივატული
სახლი განთავსდა მიწის ნაკვეთის შესასვლელთან ახლოს, ამან საშუალება მოგვცა, შეგვექმნა არქიტექტურა, რომელიც სრულიად ერწყმის გარემოს და ხდება მისი განუყოფელი ნაწილი. მიწის ნაკვეთის რელიეფმა დიდი როლი ითამაშა გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე ვენახებში ჩაფლულმა გარემომ, ხედებმა კავკასიონის ქედზე და იყალთოზე
არქიტექტურა
სახლში მოსახვედრად უნდა ჩავიდეთ კიბეზე, რომელიც ჩამოსხმულია გრუნტის დამჭერ კედელზე სახლის აღმოსავლეთ ნაწილში. კიბეზე ჩასვლის შემდეგ ვხვდებით ღია საზაფხულო სივრცეში, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები, ერთდროულად ხდება შესაძლებელი მისაღების, აუზისა და კერიის ზონების აღქმა. სლაიდური კარი გვეხმარება მისაღების, საზაფხულო და აუზის ზონების გაერთიანებაში. სახლი არის ერთსართულიანი და დაყოფილია ორ ნაწილად: 1- უტიხრო აქტიური ზონა, სადაც დაგეგმილია სამზარეულო, მისაღები, სასადილო; 2- მშვიდი ზონა, რომელშიც განთავსებულია საძინებელი, სველი წერტილი და საგარდერობე. საძინებელს აქვს საკუთარი მყუდრო ეზო. სახლის პირველი და მეორე ნაწილი გამოყოფილია ერთმანეთისგან დერეფნით, რომელშიც შემოჭრილია წყლის სარკე და დაგეგმილია სახასიათო სკულპტურის განთავსების ადგილი, არქიტექტურის ჰაეროვნებისა და სიმკვრივის ხაზგასასმელად
![](https://huro.ge/wp-content/uploads/2024/12/HUROarqiteqtura11.jpg)
![architectural project, Kakheti, HURO](https://huro.ge/wp-content/uploads/2024/12/HUROarqiteqtura9.jpg)
![architectural project, Kakheti, HURO](https://huro.ge/wp-content/uploads/2024/12/HUROarqiteqtura4.jpg)
![architectural project, Kakheti, HURO](https://huro.ge/wp-content/uploads/2024/12/HUROarqiteqtura3.jpg)
![architectural project, Kakheti, HURO](https://huro.ge/wp-content/uploads/2024/12/HUROarqiteqtura5.jpg)
კერძო სახლი
შენობის კონსტრუქცია მონოლითური ბეტონია. ტიხრებით მხოლოდ სველი წერტილები და საგარდერობე სივრცეა გამოყოფილი. ღიობებად გამოყენებულია ალუმინის ვიტრაჟები, პოლიამიდის თერმოხიდით. დატოვებულია ცივი ბეტონი, დაძველებული ლითონის ეფექტით. საზაფხულო ფართი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით. მაქსიმალურად გამოყენებულია არაიმპორტული მასალები
![არქიტექტურა](https://huro.ge/wp-content/uploads/2024/12/HUROarqiteqtura7.jpg)
ლანდშაფტთან შერწყმული, ნაფიქრი არქიტექტურა
- არქიტექტურა, არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი
მთავარი არქიტექტორი - იოსებ ბარამაშვილი
Testimonials
დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:
"ჩემთვის შექმნილი პროექტის იდეალურობაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი"
ნინო ჩახნაშვილი, Deputy CEO at
A Logistics Company
"დიდი მადლობა, HURO, ოქროს ადამიანები ხართ!"
გიორგი კარანაძე, CMO at Basis Bank
"უკიდეგანოდ კარგები არიან. ძალიან გემოვნებიანი მომსახურება, დაუჯერებელი შედეგებით"
თამარ სიმონიშვილი, Demand Planner at Lego
"უბედნიერესები ვართ. ერთი სული მაქვს, პროექტის რეალობად გარდაქმნა ვნახო"
თამარ ნიკოლეიშვილი, Head of Digital Banking Service Quality Management at Bank of Georgia
"HURO არის გამომწვევი ბრენდის პრეცედენტი, რომელსაც აქვს სწრაფვა სრულყოფილებისკენ, როგორც კომფორტის, ასევე ფუნქციონირებისკენ, რაც ძალიან იშვიათია თანამედროვე არქიტექტურაში. თქვენ ნამდვილად უნდა ენდოთ მათ თქვენს პროექტს"
სალომე დოლიძე, Head of Marketing at biletebi.ge
"სახლის პროექტირების და დიზაინის პროცესი იყო განსაკუთრებულად კომფორტული, აზრებისა და კომპეტენციების მიმოცვლით მივიღე ჩემთვის ოპტიმალური და სასურველი სახლი"