საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში, ლისზე.
საპროექტო ამოცანა იყო ნიუ-იორკში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილისთვის ძალიან მყუდრო საცხოვრებელი სივრცის შექმნა, რომელიც ამავდროულად იქნებოდა იდეალური ხალხმრავალი წვეულებებისთვის
ძირითადი შესასვლელი ნაკვეთზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა. ამავე მხარეს გადის საავტომობილო გზაც. მყუდრო და თან გაშლილი უკანა ეზო მოექცა ჩრდილო-დასავლეთით.
არქიტექტურა
სახლის არქიტექტურა განისაზღვრება სუფთა, მონოლითური გეომეტრიით და თავშეკავებული მასალების პალიტრით. ორსართულიანი სახლი შედგება სწორხაზოვანი მოცულობებისგან. ისინი შეარბილა ხის ვერტიკალურმა მოპირკეთებამ, რომელიც ემსახურება როგორც ესთეტიკურ, ასევე ფუნქციურ მიზნებს — უზრუნველყოფს პრივატულობას, ჩრდილს და ტექსტურულ კონტრასტს. პირველ სართულზე განთავსებულია დიდი, ღია გეგმარების მისაღები და სასადილო ოთახი, სამზარეულო, სტუმრების ოთახი, საგარდერობე და სველი წერტილი. უკანა ფასადზე მინა შლის საზღვრებს შიდა და ეზოს სივრცეებს შორის. ზედა სართულზე განთავსებულია მთავარი და დამატებითი საძინებლები, რომლებსაც აქვთ პირდაპირი წვდომა ზედა ტერასაზე. ხის ჩანართები ფილტრავს დღის სინათლეს და ამავდროულად ინარჩუნებს ინტიმურობის შეგრძნებას. გარე დამხმარე ელემენტები, როგორიცაა აუზი, ტერასა და გარე შხაპი - ხმაურიანი საზაფხულო წვეულებების იდეალური აქსესუარები იქნება



კერძო სახლი
სახლი თავდაჯერებულად ერწყმის გარემოს. არის ღია, მაგრამ დაცული და პრივატული; სოლიდური, მაგრამ თბილი და სიცოცხლისუნარიანი; კომფორტის ზონა, რომლის დატოვებაც არ მოგინდება.
- არქიტექტურა, არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი
მთავარი არქიტექტორი - ოთო ხელაშვილი, პროექტის მენეჯერი - ტატიანა ბაშელეიშვილი
Testimonials
დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:
"ჩემთვის შექმნილი პროექტის იდეალურობაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი"
ნინო ჩახნაშვილი, Deputy CEO at
A Logistics Company
"დიდი მადლობა, HURO, ოქროს ადამიანები ხართ!"
გიორგი კარანაძე, CMO at Basis Bank
"უკიდეგანოდ კარგები არიან. ძალიან გემოვნებიანი მომსახურება, დაუჯერებელი შედეგებით"
თამარ სიმონიშვილი, Demand Planner at Lego
"უბედნიერესები ვართ. ერთი სული მაქვს, პროექტის რეალობად გარდაქმნა ვნახო"
თამარ ნიკოლეიშვილი, Head of Digital Banking Service Quality Management at Bank of Georgia
"HURO არის გამომწვევი ბრენდის პრეცედენტი, რომელსაც აქვს სწრაფვა სრულყოფილებისკენ, როგორც კომფორტის, ასევე ფუნქციონირებისკენ, რაც ძალიან იშვიათია თანამედროვე არქიტექტურაში. თქვენ ნამდვილად უნდა ენდოთ მათ თქვენს პროექტს"
სალომე დოლიძე, Head of Marketing at biletebi.ge
"სახლის პროექტირების და დიზაინის პროცესი იყო განსაკუთრებულად კომფორტული, აზრებისა და კომპეტენციების მიმოცვლით მივიღე ჩემთვის ოპტიმალური და სასურველი სახლი"