Skip links

კერძო სახლი ლისზე.

შენობა: 265 კვ.მ / საზაფხულო ფართი: 80 კვ.მ
პროექტი აშენებულია ✔

Project #

TM.128

Work

Full Service

Date

2024

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში, სოფელ აგარაკში, ლისზე. რელიეფი არის ქანობიანი, რის გამოც საჭირო გახდა ნაკვეთის 2 ტერასად დაყოფა. სამანქანე გზა გადის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მხრიდან. ნაკვეთი არის სტანდარტული სწორკუთხა ფორმის

საპროექტო ობიექტი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლია. სახლის პროექტირებისას გათვალისწინებულია ქანობიანი რელიეფი, ნაგებობა ქუჩის სხვადასხვა მხრიდან აღიქმევა, როგორც ორსართულიანი ან სამსართულიანი სახლი.  პროექტზე მუშაობა დაიწყო გეგმარებაზე ფიქრით, ვინაიდან იყო კონკრეტული სურვილები დამკვეთებისგან. მაგალითად - აივნები და ტერასა, ვიტრაჟული ფანჯრები, იზოლირებული მუსიკალური ოთახი, მყუდრო საბავშვო საძინებელი, ხის ელემენტები ფასადზე, მაღალი ჭერი

სახლის ეზოს ორიენტაცია აქვს ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, საიდანაც არის ძირითადი შესასვლელი ნაკვეთზე. სამხრეთ მხარეს ქანობის გამო გავაჩინეთ მცირე ზომის ეზო, რომელში მოხვედრაც შესაძლოა როგორც სახლის შემოვლით, ასევე დაგეგმილი მუსიკალური სტუდიიდან

არქიტექტურა

პირველ (ძირითად) მიწისპირა სართულზე მოწყობილია მისაღები ზონა, სამზარეულო, სასადილო ზონა. ასევე კაბინეტი(სტუდია) , საძინებელი თავისი სან.კვანძით, ძირითადი სან. კვანძი და კიბის უჯრედი(სათავსოთი), რომლითაც ვხვდებით მეორე სართულზე. მეორე სართულზე გვაქვს 2 საძინებელი და ერთი მასტერი. ორი საძინებელი ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს გადის საერთო აივანზე. მეორე სართულიდან გვაქვს ასასვლელი მესამე სართულზე, სადაც მოწყობილია მცირე ზომის სამზარეულო და სან კვანძი. ძირითადი ფართი კი უკავია ტერასას. ტერასიდან იშლება ულამაზესი ხედი თბილისზე

არქიტექტურა, პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვა, ჰურო. HURO

კერძო სახლი

შენობის კარკასს შეადგენს მონოლითური ბეტონი, შემავსებლად გამოყენებულია ბლოკები, ხოლო ღიობებად ალუმინის ვიტრაჟები. შენობის მოპირკეთება ძირითადად შესრულებულია ფაქტურულ ლესვა-ღებვაში, დეკორატიულ ელემენტებად კი ხის კოჭებია

არქიტექტურა, პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვა, ჰურო. HURO

კომფროტული და ნაფიქრი არქიტექტურა

- არქიტექტურა, არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი

მთავარი არქიტექტორი - ოთო ხელაშვილი

Testimonials

დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:

Explore
Drag