საპროექტო არეალი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიწმენდში
მიწის ნაკვეთი ხასიათდება სწორი, მცირე ქანობის მქონე რელიეფით. ტერიტორიას ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხრიდან მიუყვება სამანქანო გზა, ხოლო დანარჩენი მხრიდან ესაზღვრება სამეზობლო მიწის ნაკვეთები
პროექტი წარმოადგენს 2 სართულიან საცხოვრებელ სახლს მცხეთაში, რომელიც მესაკუთრეებისთვის შეასრულებს მუდმივი საცხოვრებლის ფუნქციას. მასში ბედნიერად იცხოვრებს ნიუ-იორკიდან სამშობლოში დაბრუნებული დიდი და სტუმართმოყვარე ოჯახი
სახლის მიწისპირა სართულზე დაიგეგმა ძირითადი თავშეყრის სივრცეები. სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გვაქვს 1 მთავარი მისაღები ბუხრით და 2 იზოლირებული თავშეყრის სივრცე, რომელიც სტუმრების რაოდენობის მუხედავად იქნება მყუდრო. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დაგეგმილი სივრციდან და მთავარი მისაღები ოთახიდან გავდივართ გადახურულ ტერასაზე. ტერასიდან დაახლოებით 4 მეტრის მოშორებით კი დაგეგმილია საცურაო აუზის მოწყობა
არქიტექტურული პროექტის დეტალები
პროექტის შემუშავებისას მთავარი დავალებად გვქონდა სახლის თითოეული მაცხოვრებლისთვის კომფორტული და პრივატული სივრცეების შექმნა. ძირითადი მოსასვენებელი სივრცეები, საძინებლები განთავსებულია მეორე სართულზე, მათი საშუალო ფართი 30 კვ.მ.-ია. თითქმის ყველა საძინებელს აქვს გასასვლელი აივანზე, ასევე ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე შვიდივე საძინებელი ბუნებრივად არის განათებული
შენობა სტილისტურად კლასიკური, ბრტყელი სახურავის მქონე სახლის ბაზაზეა აწყობილი. მაქსიმალურად გამოყენებულია თეთრი ფერის მასალა. მთლიანი ფასადის მთავარი ელემენტი მოსაპირკეთებელი თეთრი აგურია
საცხოვრებელი სახლი
შენობა არის მარტივი ოთხკუთხედი ფორმის, რომლის კარკასი მონოლითური ბეტონია, შემავსებლად გამოყენებულია ბედეგის ბლოკები, ხოლო ღიობებად - ალუმინის ვიტრაჟები, პოლიამიდის თერმოხიდით
ბუნებრივი განათება.
7 საძინებლის უმრავლესობას აქვს გასასვლელი პირად აივანზე
მოხდენილი და მყუდრო.
შენობა სტილისტურად კლასიკურია. მთავარი მოსაპირკეთებელი ელემენტი თეთრი აგურია
- არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი
მთავარი არქიტექტორი - ოთო ხელაშვილი
Testimonials
დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:
"ჩემთვის შექმნილი პროექტის იდეალურობაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი"
ნინო ჩახნაშვილი, Deputy CEO at
A Logistics Company
"დიდი მადლობა, HURO, ოქროს ადამიანები ხართ!"
გიორგი კარანაძე, CMO at Basis Bank
"უკიდეგანოდ კარგები არიან. ძალიან გემოვნებიანი მომსახურება, დაუჯერებელი შედეგებით"
თამარ სიმონიშვილი, Demand Planner at Lego
"უბედნიერესები ვართ. ერთი სული მაქვს, პროექტის რეალობად გარდაქმნა ვნახო"
თამარ ნიკოლეიშვილი, Head of Digital Banking Service Quality Management at Bank of Georgia
"HURO არის გამომწვევი ბრენდის პრეცედენტი, რომელსაც აქვს სწრაფვა სრულყოფილებისკენ, როგორც კომფორტის, ასევე ფუნქციონირებისკენ, რაც ძალიან იშვიათია თანამედროვე არქიტექტურაში. თქვენ ნამდვილად უნდა ენდოთ მათ თქვენს პროექტს"
სალომე დოლიძე, Head of Marketing at biletebi.ge
"სახლის პროექტირების და დიზაინის პროცესი იყო განსაკუთრებულად კომფორტული, აზრებისა და კომპეტენციების მიმოცვლით მივიღე ჩემთვის ოპტიმალური და სასურველი სახლი"