Skip links

საცხოვრებელი სახლი საგურამოში.

შენობა: 250 კვ.მ / საზაფხულო ფართი: 20 კვ.მ / ტერასა: 80 კვ.მ / აუზი: 9x3 –27 კვ.მ

Project #

HC.346

Work

Full Service

Date

2024

შენობა განთავსდა ეზოს ჩრდილოეთ ნაწილში, რათა გახსნილი ყოფილიყო სამხრეთ- აღმოსავლეთის მზეზე, ხედზე და ეზოზე. სამანქანე ადგილი მოეწყო ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე აუზი განთავსდა ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში

საპროექტო ობიექტს წარმოადგენს ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი საგურამოში, რომელიც მესაკუთრეებისთვის შეასრულებს სააგარაკე-დასასვენებელი სახლის ფუნქციას

პროექტის მიზანი იყო, რომ შეგვექმნა მაქსიმალურად მოქნილი სახლი, სადაც სივრცეთა გადანაწილება და ზონალური დაყოფა იქნებოდა კომფორტული და გახსნილი

შენობა განთავსდა ეზოს ჩრდილოეთ ნაწილში, რათა გახსნილი ყოფილიყო სამხრეთ-აღმოსავლეთის მზეზე, ხედზე და ეზოზე. სამანქანე ადგილი მოეწყო ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში, აუზი განთავსდა ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში

არქიტექტურული პროექტის დეტალები

გეგმარებაში მთავარი შესასვლელიც ჩრდილოეთიდან არის განსაზღვრული, შესასვლელთან ახლოს განთავსებულია WC, კიბე და საკუჭნაო ოთახი, ხოლო სამზარეულო და მისაღები განაწილებულია, შენობის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში

მეორე სართულზე მოწყობილია ოთხი საძინებელი და საერთო WC, ყველა საძინებელს გააჩნია საკუთარი საგარდერობე და აივანი, ხოლო ორი საძინებელი არის მასტერის ტიპის

საცხოვრებელი სახლი

არქიტექტურულ სტილად არჩეულია ლოფტი. ფასადი მოპირკეთებულია აგურით, კედლებზე პასტელური ფერებია. დიზაინში აქცენტად გამოყენებულია ხის ჩანართები, ხოლო აივნებზე მოწყობილია ლითონის მილკვადრატები ტროსებით. ტერასებზე დეკის მასალაა, რომელიც მოეწყობა მსუბუქ კონსტრუქციაზე

კერძო სახლის არქიტექტურული პროექტი საგურამოში

კომფორტული და გახსნილი.

პროექტი შესრულებულია მოდერნისტული არქიტექტურის სულისკვეთებით

დეკორატიული ელემენტები.

საფასადე დეკორატიული ელემენტები ხისგან და აგურისგანაა დამზადებული

- არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი

მთავარი არქიტექტორი - სანდრო ოთარაშვილი

Testimonials

დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:

Explore
Drag