Skip links

კერძო სახლი სართიჭალაში.

შენობა: 350 კვ.მ / საზაფხულო ფართი-ტერასა: 110 კვ.მ / ავტოსადგომი : 60 კვ.მ

Project #

GM.139

Work

Full Service

Date

2026

საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სართიჭალაში. ნაკვეთი არ გამოირჩევა რთული რელიეფით, უმაღლეს და უდაბლეს ნიშნულებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 მეტრია.
ნაკვეთს ყველა მხრიდან გარდა ჩრდილო-დასავლეთისა, აქვს სამეზობლო მიჯნები.

არქიტექტურული პროექტი შემუშავდა ახალგაზრდა ცოლ-ქმრისთვის 2 პატარათი. წყვილმა გადაწყვიტა, რომ დედაქალაქის ხმაურს უნდა ჩამოშორდნენ და დასახლდნენ გამწვანებულ, წყნარ ადგილას.  მშენებლობის შემდგომ ეს სახლი გახდება მუდმივი საცხოვრებელი და არქიტექტურული პროექტირებისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული ცოლ-ქმრის სურვილები საოცნებო სახლზე

სახლი განთავსდა ჩრდილო-დასავლეთ მხარეს გზიდან მცირე დაშორებით. შედეგად მივიღეთ სახლით იზოლირებული დიდი უკანა ეზო, რომელიც მოშორებულია სამანქანო მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ ყველა დისკომფორტს

არქიტექტურა

სახლი არის ორსართულიანი, პირველი სართული გაყოფილია ორ დონედ: I დონე - შემოსასვლელი, სან. კვანძი და ტექნიკური სივრცეები; II დონე მისაღები სივრცე და სამზარეულო, ეზოში გასასვლელით. ფასადის ნაწილში სამხრეთ მხარეს ამ ორ დონეს პატარა ეზოც გამოყოფს. მეორე სართულზე კი ძირითადად განთავსებულია მოსასვენებელი სივრცეები და თითოეულს საკუთარ საზაფხულო ფართზე აქვს გასასვლელი. დამატებით მოწყობილია სამუშაო სივრცეც, რომელიც გადაჰყურებს ნახსენებ პატარა გამყოფ ეზოსა და ნაკვეთის უკანა მხარეს.

HUROarchitects
HUROarchitects

კერძო სახლი

შენობის კარკასი მონოლითური ბეტონია წერტილოვან საძირკველზე, შემავსებლად გამოყენებულია ბლოკები, ხოლო ღიობებად - ალუმინის ვიტრაჟები, პოლიამიდის თერმოხიდით. ფასადზე გამოყენებულია ბეტონისა და მოსაპირკეთებელი ფილების კომინაცია. საერთო მოცულობა ჩამოყალიბებულია მარტივი, სწორკუთხა ფორმების ერთობლიობით. სტილი მოდერნია.

სახლი, რომელიც დედაქალაქში ცხოვრებას დაგავიწყებს

სახლი, როგორც ფიზიკური კომფორტის ზონა

- არქიტექტურა, არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი

არქიტექტურის დირექტორი - ოთო ხელაშვილი, პროექტის მენეჯერი - ტატიანა ბაშელეიშვილი

Testimonials

დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:

Explore
Drag