Skip links

კერძო სახლი შალაურში.

შენობა: 368 კვ.მ / საზაფხულო ფართი: 25 კვ.მ / ტერასა: 90 კვ.მ / აუზი: 15x4 –60 კვ.მ / სარდაფი: 97 კვ.მ

Project #

TKS.353

Work

Architecture

Date

2020

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს კახეთში, თელავის რაიონის სოფელ შალაურში

ტერიტორიის რელიფში ფიქსირდება 3 მეტრიანი ქანობი სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ. სამანქანე გზა გადის სამხრეთ-დასვლეთის მხრიდან. ნაკვეთს აქვს არასტანდარტული ფორმა

საპროექტო ობიექტი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლია, რომელიც მესაკუთრეებისთვის შეასრულებს სააგარაკე-დასასვენებელი სახლის ფუნქციას

პროექტირებისას გათვალისწინებულია რეგიონის მახასიათებლები და გენგეგმაში- მცირე ვენახის ადგილი, რომელიც განაშენიანდება ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ამავე მიმართულებით გაიხსნა სახლის ძირითადი ორიენტაცია, დამატებით ფაქტორად გვევლინება ის, რომ კავკასიონის ხედი სწორედ ამ მიმართულებით აქვს ნაკვეთს

შენობის განთავსება გადაწყდა სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, საიდანაც ნაკვეთს გაუყვება სამანქანე გზა და ავტოფარეხამდე მისვლა ხდება უმოკლესი მანძილით. ასევე სახლის ვიტრაჟული ფასადი მორგებულია ეზოს ლანდშაფტის დიზაინს, კავკასიონის ხედს, ვენახსა და აუზს

არქიტექტურული პროექტი

სახლს გააჩნია სარდაფი, რომელშიც ვხვდებით შიდა კიბით. სარდაფში მოწყობილი იქნება მარანი, ხოლო პირველ (ძირითად) სართულზე მოწყობილია ტამბური, სან. კვანძი, კიბის უჯრედი, მისაღები ზონა, სამზარეულო, სასადილო ზონა და მცირე კინოთეატრი, რომლის სახურავზეც მოეწყობა ზენიტური სახურავი. იმავე სისტემით ნათდება კიბის უჯრედი, რომლითაც ვხვდებით მეორე სართულზე, სადაც განაწილებულია სამი ძირითადი და ერთი მთავარი საძინებელი, ასევე საერთო სან. კვანძი

მეორე სართულის ფილის ნაწილზე მოწყობილია ანტრესოლი, რომელიც გადაჰყურებს სასადილო ზონას. ამ ანტრესოლის მეშვეობით ნათდება მეორე სართულის დერეფანი სამხრეთის მზით. სამხრეთის კუთხეში მოწყობილია მე-2 სართულზე (ანტრესოლით) გახსნილი ვიტრაჟი, რაც უზრუნველყოფს შენობის სრულ ინსოლაციას და განიავებას. შენობის კარკასს შეადგენს მონოლითური ბეტონი, შემავსებლად გამოყენებულია ბედეგის ბლოკები, ხოლო ღიობებად ალუმინის ვიტრაჟები, პოლიამიდის თერმოხიდით

სახლის არქიტექტურული პროექტი თელავში

თანამედროვე არქიტექტურა

შენობის ნაწილი მოპირკეთბულია ნაცრისფერ აგურში, რომელიც სადად ერწყმის ბეტონის ფაქტურას. ორივე მასალასთან კონტრასტს ქმნის შავი მეტალით შეფუთული აივნისა და სახურავის ერკერები. აუზთან მოწყობილია ხის დეკი, ამიტომ აუზზე გამავალი შენობის ნაწილი მოპირკეთებულია WPC-ის კომპოზიტური პანელებით, ხის იმიტაციით

სახლის არქიტექტურული პროექტი თელავში

ლოფტის ეფექტი

მასალების შეხამებით მიღებულია ლოფტის ეფექტი

გამწვანება

შენობასთან მოწყობილი საყვავილეები, ტერასები და ლანდშაფტის დიზინის გამწვანება სასიამოვნოდ ასრულებს ობიექტის კომპოზიციას

- არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი​

მთავარი არქიტექტორი - სანდრო ოთარაშვილი

Testimonials

დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:

Explore
Drag