Skip links

კერძო სახლი შინდისში.

შენობა: 1200 კვ.მ / ტერასა: 58 კვ.მ / სარდაფი: 190 კვ.მ

Project #

SIS.222

Work

Full Service

Date

2021

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ თბილისში, სოფელი შინდისი, ილია ჭავჭავაძის II შესახვევი, N2ა_ში. შინდისი მდებარეობს ზღვის დონიდან 820 მეტრზე. სამხრეთ-დასავლეთით და დასავლეთით ხედი იშლება შინდისში არსებულ გამწვანებაში ჩაფლულ პატარა დასახლებებზე, ხოლო ჩრდილოეთით პატარა ტყეზე, რომელიც წარმოადგენს შინდისის შუაგულს

საპროექტო ტერიტორიის რელიეფში ფიქსირდება 8 მ-იანი ქანობი სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, სამანქანე გზა გადის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან

საპროექტო ობიექტი ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლია, რომელიც სტილისტურად წარმოადგენს ძველი ესპანური და იტალიური სტილის შერწყმას

პროექტირებისას გათვალისწინებულა შენობის დეტალების, საქართველოში მოპოვებული, ბოლნისის ქვით მოპირკეთება. სახლის პროექტირებისას ძირითადი ამოცანა იყო სტილისტიკის შენარჩუნება, სახლისთვის დამახასიათებელი კომფორტის, სიმსუბუქისა და სიმყუდროვის შექმნა, რაც გაერთიანებულია თანამედროვე ელემენტებთან

შენობა განთავსებულია ძირითად გზასთან, რადგან სახლის უკანა მხარეს დაპროექტებულია ფუნქციები, რომლებსაც სჭირდება მშვიდი და პრივატული გარემო

სახლი განთავსდა მიწის ნაკვეთის ცენტრში. ცენტრალურ გზასთან  დაპროექტებული ავტოსადგომი დაუკავშირდა სახლს, ხოლო  წინა და უკანა ეზოები დაუკავშირდა ერთმანეთს. მიწის ნაკვეთის რელიეფურობამ განაპირობა ლანდშაფტის მრავალფეროვანი დიზაინი და ეზოში განსათავსებელი სხვადასხვა ფუნქციის ერთ ორგანიზმად ჩამოყალიბება

არქიტექტურული პროექტი

პროექტის მიწისქვეშა სართულზე დაგეგმილია პატარა მარნის სივრცე თავშეყრისა და განტვირთვის ადგილად. დამხმარე სივრცედ დაიგეგმა სველი წერტილი, გასახდელი და პატარა სასაწყობე ფართი. აღნიშნული სართულიდან ვხვდებით უკანა ეზოში, საიდანაც სივრცეები ნაწილდება კერიასთან, აუზთან და ასევე შესაძლებელია წინა ეზოში მოხვედრაც. ნულოვან ნიშნულზე გადანაწილდა სახლის ძირითადი ფუნქციები-მისაღები, სამზარეულო, ორი საძინებელი სტუმრისთვის და მომსახურე პერსონალისთვის, საერთო სველი წერტილი.

ბარბექიუს სივრცე, კერია და აუზი საფეხურებით და დონეთა ცვალებადობით უკავშირდება ერთმანეთს. შენობის მეორე სართულზე განთავსებულია 5 საძინებელი, 2 საერთო სველი წერტილი. ხუთივე საძინებელს აქვს საკუთარი საზაფხულო სივრცე და ხედი. მასტერ საძინებელს აქვს საკუთარი სველი წერტილი და საგარდერობე ოთახი

კერძო სახლის პროექტი შინდისში

ბოლნისის ქვა.

პროექტში მაქსიმალურად გამოყენებულია არაიმპორტული მასალები

იტალიურ-ესპანური სტილი.

შენარჩუნებულია სტილისთვის დამახასიათებელი კომფორტი, სიმსუბუქე და სიმყუდროვე

- არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი​

მთავარი არქიტექტორი - იოსებ ბარამაშვილი

Testimonials

დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:

Explore
Drag