საცხოვრებელი სახლის საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში, სოფელ დიღმის ტერიტორიაზე.
რელიეფი მეტწილად სწორია, სამანქანე გზა გადის სამხრეთის მხრიდან. ნაკვეთს აქვს სტანდარტული, სწორკუთხა, ფორმა
საპროექტო ობიექტს წარმოადგენს ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი. სახლის განთავსებისას გათვალისწინებულია უბნის ზოგადი მორფოლოგია, დამკვეთთან
შეთანხმებით გადაწყდა „წინა“ და „უკანა“ ეზოს პრინციპის შემოღება, დიდი ყურადღება დაეთმო პრივატული „უკანა ეზოს“ მოწყობას
სახლს ორიენტაცია აქვს სამხრეთსა და ჩრდილოეთზე. ღიობები ისეა
განაწილებული, რომ ყველა ოთახი მაქსიმალურად სწრაფად ნიავდება და ასევე დაცულია ინსოლაციის საბაზისო პრინციპები
არქიტექტურული პროექტის დეტალები
სახლს გააჩნია სარდაფი, სადაც ვხვდებით შიდა კიბით. პირველ (ძირითად) სართულზე მოწყობილია ტამბური, სან. კვანძი, კიბის უჯრედი, მისაღები ზონა, სამზარეულო და სასადილო ზონა, კიბის უჯრედი, რომლითაც ვხვდებით მეორე სართულზე, სადაც განაწილებულია ორი ძირითადი და ერთი მთავარი საძინებელი, ასევე საერთო სან. კვანძი. სახლს სამი მხრიდან აქვს საზაფხულო ფართები, დასავლეთით მოწყობილია ღია ტერასა, რომლის დასავლეთით პარაპეტში მოწყობილია საყვავილე, ხოლო დანარჩენ მოაჯირებზე - ნახევრად ბლოკი და ნახევრად - ლითონის კონსტრუქცია
საცხოვრებელი სახლი
შენობის კარკასს შეადგენს მონოლითური ბეტონი, შემავსებლად გამოყენებულია ბედეგის ბლოკები, ხოლო ღიობებად ალუმინის ვიტრაჟები, პოლიამიდის თერმოხიდით. შენობის ნაწილი შეღებილია „ღია ყავისფრად“, ხოლო ნაწილი თეთრად, აქცენტებად გამოყენებულია მუქი ფერიც
ავტოფარეხი ორი ავტომობილისთვის
მყუდრო ტერასა
ვიტრაჟული გასასვლელები ეზოში
პრივატული შიდა ეზო
- არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი
მთავარი არქიტექტორი - სანდრო ოთარაშვილი
Testimonials
დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:
"ჩემთვის შექმნილი პროექტის იდეალურობაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი"
ნინო ჩახნაშვილი, Deputy CEO at
A Logistics Company
"დიდი მადლობა, HURO, ოქროს ადამიანები ხართ!"
გიორგი კარანაძე, CMO at Basis Bank
"უკიდეგანოდ კარგები არიან. ძალიან გემოვნებიანი მომსახურება, დაუჯერებელი შედეგებით"
თამარ სიმონიშვილი, Demand Planner at Lego
"უბედნიერესები ვართ. ერთი სული მაქვს, პროექტის რეალობად გარდაქმნა ვნახო"
თამარ ნიკოლეიშვილი, Head of Digital Banking Service Quality Management at Bank of Georgia
"HURO არის გამომწვევი ბრენდის პრეცედენტი, რომელსაც აქვს სწრაფვა სრულყოფილებისკენ, როგორც კომფორტის, ასევე ფუნქციონირებისკენ, რაც ძალიან იშვიათია თანამედროვე არქიტექტურაში. თქვენ ნამდვილად უნდა ენდოთ მათ თქვენს პროექტს"
სალომე დოლიძე, Head of Marketing at biletebi.ge
"სახლის პროექტირების და დიზაინის პროცესი იყო განსაკუთრებულად კომფორტული, აზრებისა და კომპეტენციების მიმოცვლით მივიღე ჩემთვის ოპტიმალური და სასურველი სახლი"