საპროექტო ტერიტორია ქალაქ თბილისშია, სოფელ წავკისში შეთანხმებულ გრგ-ში. წავკისი მდებარეობს ზღვის დონიდან 920 მეტრზე. ჩრდილო-აღმოსავლეთით ხედი იშლება მთაწმინდაზე, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით - პატარა ხევზე, რომელიც ორ დასახლებას შორის გამყოფია.
საპროექტო ტერიტორიის რელიეფში ფიქსირდება 3.5 მ-იანი ქანობი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ, სამანქანე გზა გადის ჩრდილო-აღმოსავლეთის და დასავლეთის მხრიდან
საპროექტო ობიექტი თანამედროვე ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლია
პროექტირებისას გათვალისწინებულია შენობის დეტალების სახასიათო მასალებით მოპირკეთება. სახლის პროექტირებისას ძირითადი ამოცანა იყო კომფორტის, სიმსუბუქისა და სიმყუდროვის შენარჩუნება, თანამედროვე ელემენტების ხაზგასმით. შენობა განთავსებულია ძირითად გზასთან, უკანა მხარეს კი მაქსიმალურად მშვიდი და პრივატული გარემოა
სახლი განთავსდა მიწის ნაკვეთის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს. დაიგეგმა ცენტრალურ გზასთან ახლოს ავტოსადგომი. გაჩნდა ურთიერთდაკავშირებული წინა და უკანა ეზოები. მიწის ნაკვეთი რელიეფურია და ლანდშაფტმა ეზოში განსათავსებელი სხვადასხვა ფუნქციები ერთ ორგანიზმად შეკრა
არქიტექტურა
ნულოვან ნიშნულზე გადანაწილდა სახლის ძირითადი ზონები, საიდანაც სახლისა და ეზოს ნებისმიერ კუნჭულში მოხვედრაა შესაძლებელი. დაგეგმილია საერთო მისაღები; სამზარეულო, რომელსაც კავშირი აქვს დიდი მაგიდის, მისაღების, აუზის, ბარბექიუსა და უკანა ეზოს სივრცეებთან. აღნიშნულ სართულზე განთავსებულია ერთი საძინებელი სტუმრისთვის. ასევე დაგეგმილია საერთო სველი წერტილი. დასავლეთის გზის მხრიდან ვხვდებით ავტოსადგომში, საიდანაც პირდაპირ შესაძლებელია სახლის როგორც ლობიში, ასევე დამხმარე სივრცის გავლით საგარდერობესთან მოხვედრა. ტერასა, ბარბექიუს სივრცე და აუზი, ლანდშაფტის გათვალისწინებით, საფეხურებითა და დონეთა ცვალებადობით უკავშირდება ერთმანეთს. შენობის მეორე სართულზე განთავსებულია მასტერი, სამი საძინებელი, ერთი საერთო სველი წერტილი. საძინებლებს აქვს აივნები ხედით.




კერძო სახლი
შენობის კარკასი მონოლითური ბეტონია, შემავსებლად გამოყენებულია ბეტონის ბლოკები, ხოლო ღიობებად ალუმინის ვიტრაჟები, პოლიამიდის თერმოხიდით. ვიტრაჟები და ფანჯრები დატიხრულია ალუმინის პროფილებით, რაც სახასიათოა ამ სტილის სახლისთვის. ჰორიზონტალური შვერილები (კარნიზები) ლოთონისაა. აუზთან და საფასადე ელემენტად გამოყენებულია ხის მაღალი პროცენტულობით შემცველი დეკი

ქაოტური ფანტაზიიდან მკაფიო ხედვამდე

კომფროტული და ნაფიქრი არქიტექტურა
- არქიტექტურა, არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი
მთავარი არქიტექტორი - იოსებ ბარამაშვილი
Testimonials
დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:
"ჩემთვის შექმნილი პროექტის იდეალურობაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი"
ნინო ჩახნაშვილი, Deputy CEO at
A Logistics Company
"დიდი მადლობა, HURO, ოქროს ადამიანები ხართ!"
გიორგი კარანაძე, CMO at Basis Bank
"უკიდეგანოდ კარგები არიან. ძალიან გემოვნებიანი მომსახურება, დაუჯერებელი შედეგებით"
თამარ სიმონიშვილი, Demand Planner at Lego
"უბედნიერესები ვართ. ერთი სული მაქვს, პროექტის რეალობად გარდაქმნა ვნახო"
თამარ ნიკოლეიშვილი, Head of Digital Banking Service Quality Management at Bank of Georgia
"HURO არის გამომწვევი ბრენდის პრეცედენტი, რომელსაც აქვს სწრაფვა სრულყოფილებისკენ, როგორც კომფორტის, ასევე ფუნქციონირებისკენ, რაც ძალიან იშვიათია თანამედროვე არქიტექტურაში. თქვენ ნამდვილად უნდა ენდოთ მათ თქვენს პროექტს"
სალომე დოლიძე, Head of Marketing at biletebi.ge
"სახლის პროექტირების და დიზაინის პროცესი იყო განსაკუთრებულად კომფორტული, აზრებისა და კომპეტენციების მიმოცვლით მივიღე ჩემთვის ოპტიმალური და სასურველი სახლი"