Skip links

ესკიზური პროექტი წყალტუბოში.

შენობა: 150 კვ.მ / საზაფხულო ფართი: 65 კვ.მ / აუზი: 30 კვ.მ

Project #

TSG.025

Work

Full Service

Date

2024

კერძო სახლის საპროექტო ტერიტორია მდებარეობს წყალტუბოს რაიონში, სოფელ გუმბრაში

პროექტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ერთბინიან საცხოვრებელ სახლს, რომელიც მესაკუთრეებისთვის შეასრულებს სააგარაკე-დასასვენებელ ფუნქციას

ესკიზური პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საოჯახო დასვენებისათვის მაქსიმალურად კომფორტული სახლის შექმნა

ტერიტორიის რელიეფი თითქმის სწორია, უმაღლეს და უდაბლეს წერტილებს შორის სიმაღლე არ აღემატება 50 სანტიმეტრს. ნაკვეთს სამხრეთ მხრიდან მიუყვება საავტომობილო გზა, დასავლეთ მხარეს დაურეგისტრირებელი ვიწრო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება, რომელიც სამომავლოდ შეგვიძლია ასევე გზის ფუნქციით გამოვიყენოთ. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მხარეს ესაზღვრება სამეზობლო მიწის ნაკვეთები

არქიტექტურული პროექტის დეტალები

ამ ესკიზური პროექტის ფორმა მარტივი ოთხკუთხედია, სადაც ძირითადი ფუნქციები გადანაწილებულია ერთ სართულზე. სახლი ოჯახის მიზნების შესაბამისად შეიძლება დაგეგმარდეს, როგორც ორსაძინებლიანი ან სამსაძინებლიანი. მისაღები და სამზარეულო არის გაერთიანებული და გახსნილი. სახლის ღიობები ძირითადად განთავსებულია ერთმანეთის საპირისპირო მხარეს, რაც ქმნის მაქსიმალურად განიავებად და მზიან შიდა სივრცეს

კერძო სახლი აუზით, არქიტექტურა, სანებართვო სერვისები, Projected by HURO

თანამედროვე არქიტექტურა

შენობის კარკასი მონოლითური ბეტონია, შემავსებლად გამოყენებულია ბედეგის ბლოკები, ხოლო ღიობებში - ალუმინის ვიტრაჟები, პოლიამიდის თერმოხიდით

ურბანული გეგმა წყალტუბოში

ოპტიმალური პროექტი.

კომფორტული არქიტექტურა საოჯახო დასვენებისთვის

- არქიტექტურულ პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი

მთავარი არქიტექტორი - ოთო ხელაშვილი​

Testimonials

დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:

Explore
Drag