Skip links

სააგარაკე სახლი ბაზალეთზე.

შენობა: 420 კვ.მ / საზაფხულო ფართი: 84 კვ.მ / რეკონსტრუქცია

Project #

ND.033

Work

Full service

Date

2021

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ტბის შემოგარენში, სოფელ ნაგლიაანთკარში. ნაკვეთის რელიეფი არ გამოირჩევა რთული ფორმებით

პროექტი წარმოადგენს ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციას

რეკონსტრუქციის პროექტის მთავარი მიზანი დავალების შესრულებისას იყო არსებული შიდა სივრცის (ძველი დაგეგმარების) გამოსწორება. სივრცეების თავდაპირველი არაპრაქტიკული გადანაწილება და მათი არაკომფორტული გაბარიტები გამოსწორებულია არსებული სახლისთვის მანსარდული ტიპის სართულის დამატებით

არსებული სახლის სახურავის ფორმა შენარჩუნებულია, ის მხოლოდ სიმაღლეში აიწია. შემაღლებულ სივრცეში გაჩნდა საძინებლები, ხოლო ძველი მისაღები ოთახის თავზე სივრცე მაღალი, ჰაეროვანი და გახსნილია. სახურავის სიმაღლეში ზრდამ ასევე შესაძლებლობა მოგვცა დაგვემატებინა ღიობების მეორე დონე, რომელსაც სახლში დამატებითი განათება შემოაქვს

ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, სადაც სახლია განთავსებული, გვაქვს პატარა ეზო, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან ესაზღვრება ტერიტორიის დარჩენილი ნაწილი

ეზო გამოყოფილია დაბალი ღობით, რის შემდეგაც გვრჩება დაახლოებით 50 მეტრიანი ტერიტორია, მისი ქანობის სიმაღლე უმაღლესი ნიშნულიდან უდაბლეს ნიშნულამდე არის 12 მეტრი. ნაკვეთს ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მიუყვება სამანქანო გზა, ხოლო ყველა დანარჩენი მხრიდან აქვს სამეზობლო მიჯნები

პროექტის დეტალები

შენობის კარკასს შეადგენს მონოლითური ბეტონი, შემავსებლად გამოყენებულია ბეტონის ბლოკები, ხოლო ღიობებად ალუმინის ვიტრაჟები. ფასადის კედლები დამუშავებულია თეთრი ფერის ფაქტურული ლესვა-ღებვით. აღდგენილია და შეღებილია ძველი რკინის საყრდენი ბოძები და მოაჯირები

სარეკონსტრუქციო სახლი ბაზალეთზე, HURO, პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვა

სააგარაკე სახლი

ნაგებობა არის ძველებური ტიპის სამსართულიანი სახლი, სადაც პირველი სართულს წარმოადგენს არსებული ნახევარსარდაფი, მეორე სართულზე გვაქვს ძირითადი თავშეყრის სივრცე, რომელსაც თითქმის ყველა მხრიდან აქვს გასასვლელი ვერანდაზე, აქვე გამოყოფილია ადგილი ბუხრისთვის. ამავე სართულზეა სამზარეულო სან.კვანძი და ორი საძინებელი

სარეკონსტრუქციო სახლი ბაზალეთზე, HURO, პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვა

თანამედროვე რეკონსტრუქცია

მესამე, მანსარდული ტიპის სართულზე ვხვდებით რკინის კონსტრუქციით მოწყობილი კიბით. კიბის მსგავსი ტიპი შეირჩა სახლზე საერთო დატვრითვის შემსუბუქებისათვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სივრცისთვის სინათლისა და სიმსუბუქის შეგრძნების შენარჩუნება

სააგარაკე სახლის რეკონსტრუქცია ბაზალეთზე

სიმსუბუქე და ჰაეროვნება.

სახურავის სიმაღლეში ზრდამ სახლს შემატა ღიობების მეორე დონე

ვერანდა პერიმეტრზე.

ძირითადი თავშეყრის სივრცე მეორე სართულზეა, რომელსაც თითქმის ყველა მხრიდან აქვს გასასვლელი ვერანდაზე

- არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი

მთავარი არქიტექტორი - ოთო ხელაშვილი

Testimonials

დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:

Explore
Drag