საპროექტო ტერიტორია არის კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში. ქვემო ქედი მდებარეობს ზღვის დონიდან 700 მეტრზე. ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით იშლება ალაზნის ველის ხედი, აზერბაიჯანის ტერიტორია და კავკასიონის ქედი, ხოლო სამხრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთების მრავალფეროვანი რიგები და მცირე კავკასიონი
საპროექტო ტერიტორიის რელიეფში ფიქსირდება 1 მ-იანი ქანობი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ, სამანქანე გზა გადის ჩრდილო-აღმოსავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან
საპროექტო ობიექტი მარანია, რომელშიც დაიწურება ადგილობრივი მრავალფეროვანი ყურძნის მოსავალი- ქვემო ქედის მინდვრებისა და ალაზნის ველის ვენახებიდან
პროექტში გათვალისწინებულია შენობის დეტალების ადგილობრივი ქვით მოპირკეთება. მარნისათვის დამახასიათებელი ბუნებრიობა გაერთიანებულია თანამედროვე ელემენტებთან. შენობა ძირითადი გზიდან მოშორებითაა, რადგან გზის გასწვრივ დაგეგმილია დიდვარჯიანი მცენარეების დარგვა. ხეები მანქანებით გამოწვეული ხმაურს ახშობს, ღვინოს კი ხმაური არ უყვარს
მარანი განთავსდა მიწის ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, საიდანაც ნაკვეთთან მიდის მხოლოდ მომარაგების გზა. მარნის ძირითადი ფასადი ორიენტირებულია ეზოს ლადშაფტის დიზაინზე, კავკასიონის ხედზე, ხოლო ტერასიდან იშლება პანორამული ხედები
არქიტექტურული პროექტი
მარნის მიწისქვეშა სართულზე დაგეგმილია ქვევრები, უჟანგავი ლითონის ავზები (სადუღებლად) და ასევე მუხის კასრები, შესანახი სივრცე შედარებით დაბალ ნიშნულზე, რომელსაც არ ხვდება მზის სინათლე შედარებით დაბალ ნიშნულზე.
პირველ სართულზე მოწყობილია სადეგუსტაციო, საგამოფენო და ასევე სივრცე ღვინის ადგილზე სარეალიზაციოდ; პატარა სამზარეულო, მაგიდები, სადაც შესაძლებელია ტრადიციული კერძების დაგემოვნება ამავე მარანში დაყენებულ ღვინოსთან ერთად. შენობის უკანა მხარეს და კიბესთან ახლოს განთავსებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ღვინის საწყობი, ყურძნის მისაღები სივრცე, დასაწური და ჩამოსასხმელი ერთმანეთისგან იზოლირებული სივრცეები. ამავე სართულზე დაგეგმილია 2 სველი წერტილი. ტერასაზე ვხვდებით ცენტრალური კიბით
ძველისა და ახლის სინთეზი
შენობის კარკასი მონოლითური ბეტონია, შემავსებლად გამოყენებულია აირბლოკი, ხოლო ღიობებად-ალუმინის ვიტრაჟები პოლიამიდის თერმოხიდით. ფანჯრებზე მუხის დარაბებია. ვიტრაჟები გამოწეულია ფასადიდან და ფასადთან ჩაანკერებულია ლითონის კონსტრუქციით. შენობა მოპირკეთებულია ადგილობრივი ნამტვრევი ქვით, ჩანართებად გამოყენებულია ხის და შავი მეტალის დეტალები
პანორამული ტერასა
კავკასიონის ქედის, ვენახების, ალაზის ველის ხედებით
ადგილობრივი ნამტვრევი ქვა
ერწყმის მიწისქვეშა სართულიდან პირველ სართულამდე ამოწეულ მონოლითურ რკინა-ბეტონის კონსტრუქციას
- არქიტექტურულ პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი
მთავარი არქიტექტორი - იოსებ ბარამაშვილი
Testimonials
დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:
"ჩემთვის შექმნილი პროექტის იდეალურობაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი"
ნინო ჩახნაშვილი, Deputy CEO at
A Logistics Company
"დიდი მადლობა, HURO, ოქროს ადამიანები ხართ!"
გიორგი კარანაძე, CMO at Basis Bank
"უკიდეგანოდ კარგები არიან. ძალიან გემოვნებიანი მომსახურება, დაუჯერებელი შედეგებით"
თამარ სიმონიშვილი, Demand Planner at Lego
"უბედნიერესები ვართ. ერთი სული მაქვს, პროექტის რეალობად გარდაქმნა ვნახო"
თამარ ნიკოლეიშვილი, Head of Digital Banking Service Quality Management at Bank of Georgia
"HURO არის გამომწვევი ბრენდის პრეცედენტი, რომელსაც აქვს სწრაფვა სრულყოფილებისკენ, როგორც კომფორტის, ასევე ფუნქციონირებისკენ, რაც ძალიან იშვიათია თანამედროვე არქიტექტურაში. თქვენ ნამდვილად უნდა ენდოთ მათ თქვენს პროექტს"
სალომე დოლიძე, Head of Marketing at biletebi.ge
"სახლის პროექტირების და დიზაინის პროცესი იყო განსაკუთრებულად კომფორტული, აზრებისა და კომპეტენციების მიმოცვლით მივიღე ჩემთვის ოპტიმალური და სასურველი სახლი"