საპროექტო არეალი ქალაქ თბილისშია, ონიაშვილის N59-ში. ონიაშვილის ქუჩა ზღვის დონიდან საშუალოდ მდებარეობს 470 მეტრზე. საპროექტო არეალი წარმოადგენს კვარტალური განაშენიანების, კვარტლის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეს, რომელიც შემოსაზღვრულია ორი მხრიდან სამანქანე გზით და ორი მხრიდან- სამეზობლო მიწის ნაკვეთებით. კვარტალი ორიენტირებულია დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით განაშენიანებაზე
საპროექტო ტერიტორიის რელიეფში ფიქსირდება 2.4 მ-იანი ქანობი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, სამანქანე გზა გადის საპროექტო ტერიტორიის სამხრეთით და დასავლეთის მხრიდან
საპროექტო ობიექტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია, რომელიც სტილისტურად გადაწყვეტილია მინიმალიზმში ლოფტის ელემენტებით
საპროექტო შენობის დეტალები მოპირკეთებულია ლითონის ელემენტებით და Fundermax-ის ფილებით (ვენტილირებადი ფასადი). პროექტირების ძირითადი ამოცანა იყო უბნის იერსახის შენარჩუნება. გეგმარება თითოეულ სართულზე ინდივიდუალურია. შენობა თვალშისაცემია, მაგრამ მსუბუქი
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი განთავსდა ძირითად გზასთან, უკანა ეზოში დაიგეგმა ელექტრო ავტოსადგომები და ველოსიპედის სადგომები. რელიეფურობის გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთზე ორი შესასვლელი მოეწყო, რამაც ხელი შეუწყო იზოლირებული, კომფორტული, განიავებადი და ინსოლირებული სივრცეების დაგეგმვას
არქიტექტურული პროექტი
შენობის მიწისქვეშა დონე, რომელიც, ამავდროულად, მთავარი ქუჩის მხრიდან მიწისპირა სართულიცაა, მოიცავს კომერციულ სივრცეს სველი წერტილით. ნულოვან ნიშნულზე მეორეხარისხოვანი გზიდან შესასვლელით მოწყობილია ავტოსადგომები და იზოლირებული სადარბაზო. მეორე- მეექვსე სართულებზე გადანაწილებულია საცხოვრებელი ბინები. ბოლო, გადახურვის ფილაზე მოწყობილია საერთო სარგებლობის საზაფხულო სივრცე. სართულები ინდივიდუალურადაა დაგემარებული. გვხვდება სართულზე ერთი, ორი, სამი და ოთხი ბინა. ჯამში გადანაწილებულია 13 ბინა სხვადასხვა კონფიგურაციით, საზაფხულო ფართებითა და შიდა ფუნქციების რაციონალური გადანაწილებით
თანამედროვე არქიტექტურა
შენობის კარკასი მონოლითური ბეტონია, შემავსებლად გამოყენებულია აირბლოკი, ღიობებად-ალუმინის ვიტრაჟები პოლიამიდის თერმოხიდით. მოსაპირკეთებელი მასალა FUNDERMAX-ის ფილებია,ჰორიზონტალური და ვერტიკალური შველერები. ისინი დამუშავებულია ორ ფერში: აივნების განივი მოპირკეთებისთვის გადაწყვეტილია ფასადზე რამდენიმე ტონით მუქი ფერი, ხოლო საზაფხულო ფართების ხაზგასასმელად უფრო ხალისიანი, დომინირებული ფერი
მინიმალიზმი ლოფტის ელემენტებით.
სართულების ინდივიდუალური გეგმარებით
კვარტლის იერსახე.
პროექტირების ძირითადი ამოცანა იყო უბნის იერსახის შენარჩუნება
- არქიტექტურულ პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი
მთავარი არქიტექტორი - იოსებ ბარამაშვილი
Testimonials
დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:
"ჩემთვის შექმნილი პროექტის იდეალურობაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი"
ნინო ჩახნაშვილი, Deputy CEO at
A Logistics Company
"დიდი მადლობა, HURO, ოქროს ადამიანები ხართ!"
გიორგი კარანაძე, CMO at Basis Bank
"უკიდეგანოდ კარგები არიან. ძალიან გემოვნებიანი მომსახურება, დაუჯერებელი შედეგებით"
თამარ სიმონიშვილი, Demand Planner at Lego
"უბედნიერესები ვართ. ერთი სული მაქვს, პროექტის რეალობად გარდაქმნა ვნახო"
თამარ ნიკოლეიშვილი, Head of Digital Banking Service Quality Management at Bank of Georgia
"HURO არის გამომწვევი ბრენდის პრეცედენტი, რომელსაც აქვს სწრაფვა სრულყოფილებისკენ, როგორც კომფორტის, ასევე ფუნქციონირებისკენ, რაც ძალიან იშვიათია თანამედროვე არქიტექტურაში. თქვენ ნამდვილად უნდა ენდოთ მათ თქვენს პროექტს"
სალომე დოლიძე, Head of Marketing at biletebi.ge
"სახლის პროექტირების და დიზაინის პროცესი იყო განსაკუთრებულად კომფორტული, აზრებისა და კომპეტენციების მიმოცვლით მივიღე ჩემთვის ოპტიმალური და სასურველი სახლი"