Skip links

მრავალბინიანი სახლის არქიტექტურული დიზაინი ქუთაისში.

საცხოვრებელი ფართი: 980 კვ.მ / კომერციული ფართი: 155 კვ.მ ავტოსადგომი: 290 კვ.მ

Project #

KK.024

Work

Architectural Visualisation

Date

2024

საპროექტო არეალი მდებარეობს ქუთაისში, ხარაზოვის პარკის მიმდებარედ

ჩვენი ამოცანა იყო შენობის არქიტექტურული დიზაინის შექმნა. საპროექტო ობიექტს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. სახლის განთავსებისას გათვალისწინებულია ხედები და მიმდებარე პარკის არსებობა

შენობის ძირითადი, აღქმადი ფასადი არის დასავლეთით და ჩრდილოეთით, საავტომობილო გზაც დასავლეთიდან უერთდება. შესაბამისად, სავიზიტო ფასადად არჩეულია დასავლეთის მხარე

არქიტექტურული დიზაინი

მრავალბინიანი სახლის პირველ, მიწისპირა სართულზე მოწყობილია ჰოლი და კომერციული ფართი, დანარჩენ სართულებზე კი ბინებია. პირველი მიწისზედა სართული გამოვყავით მასალით. მივანიჭეთ ქვის ფაქტურა, რაც პირველი სართულის ფუნქციურ გამოყოფასთან ერთად ხაზს უსვამს შენობის სიმტკიცეს. პირველი სართული დანარჩენი სართულებისგან გამოყოფილია არა მარტო მასალით, არამედ ერკერითაც, რომელიც მოპირკეთებულია მეტალის ფირფიტებით (დაჟანგებული ეფექტით). შესასვლელი გამოყოფილია ტროსებით დამაგრებული პერგოლით. დანარჩენი სართულები მოპირკეთებულია აგურით, ხოლო ფასადის ნაწილზე მოწყობილია მომწვანო ფერის კომპოზიტ-პანელები, რომლებიც აგურის ფერს ლამაზად ერწყმის და მიმდებარე პარკის ფერებს ჰარმონიულად პასუხობს

architectural design by HURO in Kutaisi

მრავალბინიანი სახლი

აგურის ნაწილში მოწყობილია ლითონის ფირფიტები, რომლებიც პირველი სართულის ერკერთან ბალანსშია. მწვანე ფერის კომპოზიტურ პანელებზე დამონტაჟებული ხის საჩრდილობლები, საყვავილეებთან ერთად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შენობისა და გარემოს ჰარმონიას

architectural design by HURO in Kutaisi

გარემოსთან ჰარმონიული არქიტექტურული დიზაინი

- 3D ვიზუალიზაცია - არქიტექტურული დიზაინი

მთავარი არქიტექტორი - სანდრო ოთარაშვილი

Testimonials

დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:

Explore
Drag