Skip links

პრემიუმ ვილა საგურამოში.

საცხოვრებელი: 235 კვ.მ / საზაფხულო ფართი-ტერასა: 80 კვ.მ / ავტოსადგომი: 20 კვ.მ / ორანჟერეა: 65 კვ.მ /

Project #

TS.724

Work

Full Service

Date

2026

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საგურამოში. ტერიტორია ზღვის დონიდან 565 მეტრზე მდებარეობს, ხოლო ნაკვეთის რელიეფში ფიქსირდება დაახლოებით 4-მეტრიანი ნიშნულთა სხვაობა.

ვილაში იცხოვრებს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ქალბატონი და მისი ოჯახის წევრები

მიწის ნაკვეთი სამი მხრიდან მოქცეულია სამეზობლო მიჯნებში. არსებული განაშენიანება ძირითადად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით ხასიათდება

ხმელთაშუა ზღვის სტილით შთაგონებული პრემიუმ ვილა

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია ძირითადი საცხოვრებელი და დამხმარე ფუნქციები: საძინებელი, მისაღები ოთახი ბუხრით, სამზარეულო, საბოილერო, საკუჭნაო და სველი წერტილი. მისაღები სივრცე გამოირჩევა ორსართულიანი სიმაღლით, რაც ინტერიერს მეტ სივრცით მოცულობასა და სიმსუბუქეს ანიჭებს. საცხოვრებელ სახლთან გათვალისწინებულია გადახურული ავტოსადგომი, ასევე დამოუკიდებლად მდგომი ორანჟერეა. ორანჟერეაში დაგეგმარდა მარანი, სამზარეულო სივრცე და სველი წერტილი. შენობის მეორე სართული ძირითადად საძინებლებს ეთმობა. ამავე დონეზე გამოყოფილია სამუშაო კაბინეტი. მეორე სართულიდან ვიზუალური კავშირი შენარჩუნებულია პირველი სართულის მისაღებ სივრცესთან, რომლის ორსართულიანი სიმაღლე ინტერიერის სივრცით ერთიანობასა და იერარქიას უსვამს ხაზს.

ვილის არქიტექტურული გადაწყვეტა ეფუძნება იტალიურ-ესპანური სტილისთვის დამახასიათებელ ელემენტებს. ფასადის კომპოზიციაში გამოყენებულია ღია ტონალობის ბათქაში და ბუნებრივი ქვის ფაქტურა, რომელთა ერთობლიობა შენობას თბილ და ტრადიციულ ხასიათს ანიჭებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ტერაკოტისფერი კრამიტით მოპირკეთებულ დახრილ სახურავებზე, თაღოვან შესასვლელსა და ვერტიკალურ ბუხრის მოცულობაზე. მაღალი პროპორციების მქონე, ალუმინის პროფილებით დატიხრული ღიობები ფასადის რიტმსა და საერთო კომპოზიციას განსაზღვრავს. ლითონის დეკორატიული მოაჯირებით გადაწყვეტილი აივნები კი არქიტექტურულ სტილს დამატებით უსვამს ხაზს. ძირითად საცხოვრებელ სახლთან კომპოზიციურად დაკავშირებულია დამოუკიდებელი ერთსართულიანი ნაგებობა, რომლის ფართო შემინული ზედაპირები ინტერიერსა და გარე სივრცეს შორის ვიზუალურ კავშირს ქმნის.

- არქიტექტურა, არქიტექტურული პროექტი - ინტერიერის დიზაინი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი

მთავარი არქიტექტორი - იოსებ ბარამაშვილი, პროექტის მენეჯერი - ტატიანა ბაშელეიშვილი

Testimonials

ჩვენი შეფასებები:

Explore
Drag