საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მცხეთაში, ძეგვში. რელიეფი საკმაოდ რთულია,
თუმცა სახლი მორგებულია არსებულ ტოპოგრაფიას. სამანქანე გზა ტერიტორიას უერთდება ჩრდილოეთის მხრიდან. ნაკვეთს აქვს არასტანდარტული, ოთხკუთხა ფორმა.
ვილაში იცხოვრებს ირლანდიაში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი წყვილი შვილებთან ერთად.
ვილა განთავსდა ნაკვეთის სიღრმეში, საიდანაც იშლება პანორამული ხედები. გადაწყდა ტერიტორიის ზონირება - ნაკვეთი დაიყო საავტომობილო, საცხოვრებელ და სარეკრეაციო ზონებად.
საავტომობილო ზონაში განთავსდა სამანქანე გზა და ავტოფარეხი, ხოლო სარეკრეაციოში - საზაფხულო სამზარეულო, გამწვანებული ტერიტორიის უმეტესი ნაწილი
არქიტექტურა - თანამედროვე კლასიკა
პირველ სართულზე დაგეგმარდა: ტამბური, საგარდერობე და სველი წერტილები, მისაღები, სამზარეულო და სასადილო ზონები, ასევე კაბინეტი და კიბის უჯრედი, რომლითაც ვხვდებით მეორე სართულზე. აქ განაწილებულია საძინებლები. ყველა საძინებელს აქვს საკუთარი საზაფხულო ეზო, მოცულობის რელიეფზე ოპტიმალურად მორგების შედეგად. მეორე სართულზე ასევე მოწყობილია ანტრესოლი. მესამე სართულზე დამატებითი საძინებლები და საზაფხულო სივრცეებია
- არქიტექტურა, არქიტექტურული პროექტი - ინტერიერის დიზაინი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი
მთავარი არქიტექტორი - სანდრო ოთარაშვილი, პროექტის მენეჯერი - ტატიანა ბაშელეიშვილი
Testimonials
დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:
"ჩემთვის შექმნილი პროექტის იდეალურობაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი"
ნინო ჩახნაშვილი, Deputy CEO at
A Logistics Company
"დიდი მადლობა, HURO, ოქროს ადამიანები ხართ!"
გიორგი კარანაძე, CMO at Basis Bank
"უკიდეგანოდ კარგები არიან. ძალიან გემოვნებიანი მომსახურება, დაუჯერებელი შედეგებით"
თამარ სიმონიშვილი, Demand Planner at Lego
"უბედნიერესები ვართ. ერთი სული მაქვს, პროექტის რეალობად გარდაქმნა ვნახო"
თამარ ნიკოლეიშვილი, Head of Digital Banking Service Quality Management at Bank of Georgia
"HURO არის გამომწვევი ბრენდის პრეცედენტი, რომელსაც აქვს სწრაფვა სრულყოფილებისკენ, როგორც კომფორტის, ასევე ფუნქციონირებისკენ, რაც ძალიან იშვიათია თანამედროვე არქიტექტურაში. თქვენ ნამდვილად უნდა ენდოთ მათ თქვენს პროექტს"
სალომე დოლიძე, Head of Marketing at biletebi.ge
"სახლის პროექტირების და დიზაინის პროცესი იყო განსაკუთრებულად კომფორტული, აზრებისა და კომპეტენციების მიმოცვლით მივიღე ჩემთვის ოპტიმალური და სასურველი სახლი"