Skip links

HURO x Entrepreneur Georgia – ინტერვიუ ჩვენი არქიტექტურული კომპანიის დამფუძნებლებთან

Share
“არქიტექტურული კომპანია HURO ტატიანა ბაშელეიშვილმა და ოთო ხელაშვილმა 2021 წელს დააარსეს. HURO არის არქიტექტურული გამოცდილების მიმწოდებელი ბრენდი, რომელიც დამკვეთთან დიალოგითა და გარემოს კონტექსტის გათვალისწინებით ფუნქციურ, ნაფიქრ, ოპტიმალურ არქიტექტურას ქმნის, წინასამშენებლო პროცესის სრული გადმობარებით.
HURO სრულ საპროექტო მომსახურებას უზრუნველყოფს სანებართვო დოკუმენტაციის შეფასებიდან, კონცეფციის შექმნიდან – მშენებლობის ნებართვის მოპოვებამდე მთელი საქართველოს მასშტაბით”
(სრული სტატია იხილეთ ბმულზე) 

“ჰუროს” ბრენდის Სახელის გათვალისწინებით, რომელიც ხუროთმოძღვრებიდან მომდინარეობს, ვცდილობთ, რომ ჩვენი ყველა პროექტი არქიტექტურის საუკუნოვანი დინამიკისა და ევოლუციის მაგალითი იყოს.

ფიქრები და იდეები ქაოტურია ხოლმე, თუმცა ამ ქაოსს ინდივიდუალური არქიტექტორის გონებაში სისტემის სახე აქვს. როდესაც ახალ პროექტს ვიწყებთ, უპირველეს ყოვლისა, გარემოს შევისწავლით, ვცდილობთ, მას მაქსიმალურად პატივი ვცეთ.

ვაცნობიერებთ, რომ დედამიწაზე შეზღუდულია თავისუფალი ადგილები და კონკრეტულ ნაკვეთზე ჩვენი დიზაინითა და არქიტექტურით შენობის შექმნა, რომელსაც ადამიანების ყოველდღიურობაზე ხილული თუ უხილავი გავლენა ექნება, უდიდესი პატივია”

“თითოეულ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე კლიენტები ავსებენ სპეციალურ კითხვარს, რათა თავად უკეთ გაერკვიონ საკუთარ სურვილებში და კომპანიისთვის უფრო მკაფიო იყოს ტექნიკური დავალება. მომდევნო ეტაპია ინტერაქტიული დიზაინის სესიები. შემდეგ უკვე დამოუკიდებლად მუშავდება თითოეული ნახაზი.

საცხოვრებელი პირობები, რელიეფი, მდებარეობა, მზის მოძრაობა, ბუნება, ნალექები და სხვა გეოგრაფიული ფაქტორები იყო ყველაფერი, რისი გათვალისწინებაც ხუროთმოძღვარს უწევდა. ოდითგანვე ხუროთმოძღვარი მხოლოდ არქიტექტორი არ იყო, მას ასევე სამშენებლო საკითხებიც კარგად ესმოდა და, ფაქტობრივად, თავისი გამოცდილებით, ინტუიციითა და ხედვით აყალიბებდა სტანდარტს. საქართველოს ყველა კუთხეს განსაკუთრებული და განსხვავებული სტანდარტი ჰქონდა, ხელმისაწვდომი მასალის შესაბამისად”

“დაარსების დღიდან გვჯერა, რომ შესაძლებელია იმ ფიზიკური კომფორტის ზონების პროექტირება, რომლებსაც ადამიანები გულწრფელი სიამოვნებით დაუბრუნდებიან. სახლი უნდა იყოს კომფორტის ზონა.

საქართველოში არქიტექტურის სტანდარტის ჩამოყალიბება თანამედროვე არქიტექტორების ხელშია. თითოეულმა პროფესიონალმა უნდა გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, არ დაკმაყოფილდეს მოკლევადიანი წახალისებით და გრძელ ვადაში იზრუნოს იმაზე, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დატოვებს კვალს.

ჩვენი გაწაფული არქიტექტორები ბავშვობიდან არქიტექტორობაზე ოცნებობდნენ და მათი უშრეტი მოტივაცია უკეთესი პროექტების შექმნაა სერვისის მაქსიმალურად დახვეწით, სხვანაირად არც განიხილება.

HURO-ს გუნდის წევრები არიან ოთო ხელაშვილი, თანადამფუძნებელი და არქიტექტურის ხელმძღვანელი, ურბანისტი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრი 8-წლიანი პროფესიული გამოცდილებით;

ტატიანა ბაშელეიშვილი, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ESM ბიზნესსკოლის ალუმნი 8-წლიანი პროფესიული გამოცდილებით;

იოსებ ბარამაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრი 7-წლიანი პროფესიული გამოცდილებით, მრავალბინიანი და მრავალფუნქციური არქიტექტურის სპეციალიზაციით;

Სანდრო ოთარაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრი, არქიტექტორი და დეველოპერული მიმართულების განვითარების მენეჯერი 14-წლიანი პროფესიული გამოცდილებით.

მიზანი იყო და იქნება ჩვენი გუნდის წევრებისა და დამკვეთების კმაყოფილება”

მადლობას ვუხდით Entrepreneur Georgia-ს ინტერვიუსთვის

Leave a comment

Explore
Drag