Skip links

Next Building Technologies ჩვენი პარტნიორი გახდა

Share
📣 სიახლე HURO-სგან – ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანია Next Building Technologies ჩვენი პარტნიორი გახდა.
ექსკლუზიურად ჩვენი დამკვეთებისთვის – მიიღეთ უნიკალური შეთავაზებები
არქიტექტურული კომპანია ჰურო და next building technologies

▫ HURO-ში გვსურს, რომ ჩვენი პროექტების მშენებლობის პროცესი დამკვეთებისთვის ისეთივე სასიამოვნო იყოს, როგორც პროექტირების, ამიტომ საპროექტო მომსახურების სრულყოფილად გაწევით ჩვენი ურთიერთობა არ სრულდება

📣 ჩვენი ახალი პარტნიორია Next Building Technologies · ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის (NBT) – ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანია, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. საქართველოს ბაზარზე 15 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით

◾ NBT მსოფლიო მასშტაბით წამყვანი ბრენდების წარმომადგენელია საქართველოში მყარი ზედაპირების მიმართულებით, ესენია: Dupont Corian Design და TheSize Neolith
NBT-ის განხორციელებული პროექტებია:
– Kutaisi International Airport;
– Galleria Tbilisi;
– Zhordania Clinic;
– Golden Tulip Design Tbilisi;
– Bank of Georgia;
– Geocell;
– City Mall;

Dupont Corian– კორიანი პირველი ხელოვნური ქვაა.მყარი, ერთგვაროვანი, მოსაპირკეთებელი მასალა ზედაპირული ფორმების გარეშე, რომელიც 1/3 პოლიმეთილმეტაკრილატისაგან და 2/3 ბუნებრივი შენაერთებისგან შედგება. ეს შემცველობა განაპირობებს მის მედეგობას, სიმტკიცეს და დიზაინის მრავალფეროვნებას. განსხვავებით გრანიტისა და მარმარილოსგან, კორიანს სასიამოვნო ზედაპირი აქვს, არ იწოვს სითხეს და ლაქების მიმართ მდგრადია. მისი დამუშავების ტექნოლოგია, რის შედეგადაც უხილავად ხდება მასალის გადაბმა, არაერთი სხვადასხვა ფორმის მიღების შესაძლებლობას იძლევა
https://www.corian.com/-colors-of-corian – ონლაინ ფერთა კატალოგი

TheSize Neolith-ნეოლითი აგლომერირებული ქვაა, რომელიც ინოვაციური დამუშავების ტექნოლოგიის წყალობით, გამძლეობითა და მდგრადობით გამოირჩევა. იგი ბუნებრივი თიხების ნარევისა და კვარცის მოლეკულების პოლიმერიზაციის შედეგად მიღებული 100%-ით ნატურალური პროდუქტია, რომლის ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლები იდეალური მასალაა ინტერიერისა და ექსტერიერისთვის, ფასადებისა თუ კიბეებისთვის
https://www.neolith.com/en/collections – ონლაინ ფერთა კატალოგი
 

◾ “Next Building Technologies”- თან ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობისთვის წინასწარ დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 500 05 46 10 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე architects@huro.ge

©️ HURO- კომფორტის ზონების პროექტირება
ექსკლუზიური შეთავაზებებისთვის
წინასწარ დაგვირეკეთ ნომერზე: 
+995 500 05 46 10

Leave a comment

Explore
Drag