არქიტექტურული კომპანია HURO-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კლიენტებისთვის მაღალი ხარისხი მხოლოდ პროექტირების ეტაპით არ სრულდებოდეს. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ სანდო პარტნიორებთან და ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ექსკლუზიურ შეთავაზებებს სამშენებლო და სარემონტო მასალებზე, ავეჯზე, განათებაზე, ტექნიკასა და ინტერიერის სხვადასხვა ელემენტზე. ჩვენი მიზანია, დამკვეთმა მიიღოს არა მხოლოდ გამორჩეული პროექტი, არამედ სრულყოფილი გამოცდილება — იდეიდან საბოლოო შედეგამდე.
MARAZZI TG SHOWROOM 90 წლის ისტორიის მქონე იტალიური ბრენდის “MARAZZI” პირველი, ევროპული სტანდარტის მქონე ოფიციალური შოურუმია საქართველოში, სადაც წარმოდგენილია MARAZZI ჯგუფში შემავალი სამივე ბრენდის Marazzi, Ragno, Grande პროდუქცია. შოურუმში დაგხვდებათ საუკეთესო ხარისხის და თანამედროვე დიზაინის ფართო ასორტიმენტის პროდუქცია – კერამოგრანიტი და კერამიკული ფილები როგორც საცხოვრებელი, ასევე საჯარო სივრცეებისთვის.
შოურუმი 2019 წლიდან დღემდე წარმატებით ახორციელებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე საზოგადო პროექტებს. უმაღლესი ხარისხის პროდუქციასთან ერთად მაღალი სტანდარტის მომსახურებამ ხაზგასმულად გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა კომპანიას ბაზარზე.