საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოსკენ , სოფელ წინამძღვრიაანთკარში
ტერიტორიის რელიეფი თითქმის ბრტყელია, აღინიშნება მცირე ქანობი, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ შეიმჩნევა. დასავლეთ მხარეს მიწის ნაკვეთს მიუყვება სამანქანე გზა, ხოლო ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებით ესაზღვრება სამეზობლო მიწის ნაკვეთები
პროექტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ერთბინიან საცხოვრებელ სახლს, რომელიც მესაკუთრეებისთვის შეასრულებს სააგარაკე-დასასვენებელი სახლის ფუნქციას
პროექტირების მთავარ მიზანს წარმოადგენდა შედარებით კომპაქტური ზომის სახლში, მაცხოვრებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული სივრცეების შექმნა. სახლის ფორმა შეგვიძლია გავყოთ შუაზე - ჩრდილოეთ მხარე, სადაც გვაქვს თავშეყრის არეალი (მისაღები ოთახი, სამზარეულო და მთავარი ტერასა) და სამხრეთი მხარე, რომელიც ფუნქციურად უფრო მშვიდია და თავს უყრის მაცხოვრებლების მოსასვენებელ სივრცეებს
ნაკვეთის მდებარეობის გათვალისწინებით, შენობის განთავსება გადაწყდა აღმოსავლეთ მხარეს, საიდანაც ნაკვეთს ესაზღვრება სამეზობლო ტერიტორია, იქ სახლი განთავსებულია დასავლეთ მხარეს. ფაქტობრივად გამოვიდა სახლების „ზურგებით“ ერთმანეთთან მიდგმა (3 მეტრიანი მიჯნის ზონის გათვალისწინებით). ხე- ნარგავები სახლს შემატებენ პრივატულობას დასავლეთ მხარეს
პროექტის დეტალები
სახლი არის ერთსართულიანი, ბრტყელი მონოლითური გადახურვით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მომავალში გამოუყენებელი სივრცე (სახურავი) გარდავქმნათ მყუდრო ტერასად, რომლიდანაც გაიშლება ულამაზესი ხედები. სახლის გეგმარებაში შედის 2 საძინებელი, 1 საერთო სველი წერტილი, 1 სამუშაო ოთახი (კაბინეტი) მისაღები სივრცე და გახსნილი ტიპის სამზარეულო. შენობის კარკასს შეადგენს მონოლითური ბეტონი, შემავსებლად გამოყენებულია ბედეგის ბლოკები, ხოლო ღიობებად ალუმინის ვიტრაჟები, პოლიამიდის თერმოხიდით. სახლი გეგმარების გათვალისწინებით იყოფა ორ ნაწილად, სწორედ ეს იდეა არის გამოკვეთილი საფასადე მოპირკეთებაში
თანამედროვე არქიტექტურა
სახლის უფრო ცოცხალ, თავშეყრის მხარეს გვაქვს გამოყენებული თეთრი ფერის ფაქტურული ლესვა-ღებვა, ხოლო მარჯვენა მხარეს ფასადი მოპირკეთებულია მუქი ნაცრისფერი კომპოზიტ პანელებით. მათი შერწყმის, შეხვედრის ადგილას სახლის კუთხეში გამოყენებულია საფასადე მოსაპიკეთებელი აგური.
გეგმარება
სახლის გეგმარებაში შედის 2 საძინებელი, 1 საერთო სველი წერტილი, 1 სამუშაო ოთახი (კაბინეტი) მისაღები სივრცე და გახსნილი ტიპის სამზარეულო
- არქიტექტურული პროექტი - კონსტრუქციული პროექტი - საინჟინრო კომუნიკაციების სქემები - 3D ვიზუალიზაცია - გეგმარებითი ნახაზები - სანებართვო მენეჯმენტი
მთავარი არქიტექტორი - ოთო ხელაშვილი
Testimonials
დაუჯერეთ ჩვენს დამკვეთებს:
"ჩემთვის შექმნილი პროექტის იდეალურობაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი"
ნინო ჩახნაშვილი, Deputy CEO at
A Logistics Company
"დიდი მადლობა, HURO, ოქროს ადამიანები ხართ!"
გიორგი კარანაძე, CMO at Basis Bank
"უკიდეგანოდ კარგები არიან. ძალიან გემოვნებიანი მომსახურება, დაუჯერებელი შედეგებით"
თამარ სიმონიშვილი, Demand Planner at Lego
"უბედნიერესები ვართ. ერთი სული მაქვს, პროექტის რეალობად გარდაქმნა ვნახო"
თამარ ნიკოლეიშვილი, Head of Digital Banking Service Quality Management at Bank of Georgia
"HURO არის გამომწვევი ბრენდის პრეცედენტი, რომელსაც აქვს სწრაფვა სრულყოფილებისკენ, როგორც კომფორტის, ასევე ფუნქციონირებისკენ, რაც ძალიან იშვიათია თანამედროვე არქიტექტურაში. თქვენ ნამდვილად უნდა ენდოთ მათ თქვენს პროექტს"
სალომე დოლიძე, Head of Marketing at biletebi.ge
"სახლის პროექტირების და დიზაინის პროცესი იყო განსაკუთრებულად კომფორტული, აზრებისა და კომპეტენციების მიმოცვლით მივიღე ჩემთვის ოპტიმალური და სასურველი სახლი"